სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და მურსიის ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთში, მურსიის ჩელენჯერის სერიის ტურნირის ნახევარფინალში ყაზახ ჩოგბურთელს დენის ევსეევს მოუგო (ATP-ს რეიტინგში 180-ე ადგილი). ყაზახი ამ წყვილში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა მას პირველ სეტში დამაჯერებლად სძლია 6:2, მეორე სეტში კი ანგარიშით 6:4 მოუგო.

ესპანეთში ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალისკენ მიმავალ გზაზე ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო (სულ ბოლო 13 შეხვედრიდან  კი 11-ში მოიპოვა გამარჯვება). ტრავმის შემდეგ ნიკასთვის მურსიის ტურნირი ყველაზე წარმატებულია.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფინალში 19 წლის პორტუგალიელი ენრიკე როშა (248) იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში ამჟამად 1086-ე პოზიციაზეა, ცოცხალ რეიტინგში უკვე 582-ეა, რადგან  ფინალში გასვლით 504 ქულა უკვე მოიპოვა.

მურსიის „ჩელენჯერის“ საპრიზო ფონდი 74 825 ევროა, გამარჯვებული აქედან 10 200 ევროს, პლუს 75 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი გასულ კვირას ლეს ფრანკეს დელ ვალეს ტურნირის ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close