ვიდეოიტალიაკულტურა

სან-რემოს ფესტივალის გამარჯვებული ანჯელინა მანგო გახდა სიმღერით «La Noia» (ვიდეო)

იტალიის ქალაქ სან-რემოში დამთავრდა საესტრადო სიმღერის 74-ე ფესტივალი, რომლის გამარჯვებული 22 წლის მომღერალი ანჯელინა მანგო გახდა პოტენცის პროვინციიდან.  მან მაყურებელთა ხმების 40,3% მოიპოვა. შესაბამისად, წელს იტალიას ევროვიზიის ფესტივალზე შვედეთის ქალაქ მალმეში სწორედ ანჯელინა მანგო წარადგენს.

მეორე ადგილზე გასულ Geolier-ს ხმების 25% ერგო, მესამე ადგილზე გასულ Annalisa-ს – 17.1%.

Festival di Sanremo ევროპის ერთ-ერთი უძველესი ყოველწლიური მუსიკალური კონკურსია. წელს ის თეატრ „არისტონში“ ჩატარდა, ფესტივალი 5 საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებისთვის 30 მომღერალი იბრძოდა. საბოლოოდ გამარჯვება ანჯელინა მანგომ მოიპოვა.

2001 წლის 21 აპრილს დაბადებული ანჯელინა მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი – იგი  Matia Bazar-ის მეორე სოლისტის, ლაურა ვალენტეს ქალიშვილია. ლაურა ვალენტე „მატია ბაზარში“ 1989 წელს მივიდა ჯგუფის მთავარი შლაგერების შემსრულებლის – ანტონელა რუჯეროს ნაცვლად. ცნობილი იტალიელი მომღერალია ანჯელინას  მამაც – ჯუზეპე მანგო, რომელიც სან-რემოს ფესტივალზე 1985 და 1987 წლებში გამოდიოდა, თუმცა ქალიშვილისგან განსხვავებით, გამარჯვება ვერ მოიპოვა.

სიმღერა «La Noia» („მოწყენილობა“), რომლითაც ანჯელინა წარდგა კონკურსზე, რეპერ მადამთან (Madame – Francesca Calearo) თანამშრომლობით დაიწერა.

„მოწყენილობა უარყოფით რამედ ითვლება, სინამდვილეში ეს არის დრო, რომელსაც საკუთარ თავს უძღვნით, – ამბობს მანგო, – სიცოცხლესა, რომელიც აღმაფრენებისა და დაცემებისგან  შედგება და სიცოცხლეს შორის, რომელიც მოწყენილობითაა სავსე, ყოველთვის აღმაფრენებითა და დაცემებით სავსე სიცოცხლეს ავირჩევდი, მაგრამ ყოველთვის დავიტოვებ დროს მოწყენილობისთვის“.

ნინო ხოშტარია

P. S. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სან-რემოს ფესტივალის გამარჯვებულმა ჯგუფმა „მანესკინმა“ იმავე წელს ევროვიზიის ფესტივალიც მოიგო.

ევროვიზიის გამარჯვებული ცნობილია – 2022 წელს კონკურსს იტალია უმასპინძლებს (ვიდეო)

ევროვიზიის გამარჯვებული ცნობილია – 2022 წელს კონკურსს იტალია უმასპინძლებს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close