კინო/ფილმებიიტალია

იტალიაში ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონის“ ჩვენება დაიწყო

იტალიის ოცდაათი ქალაქის კინოთეატრებში 2024 წლის 8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონის“ ჩვენება დაიწყო. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რომში, ტურინში, მილანსა და ბოლონიაში ფილმს თავად რეჟისორი წარადგენს.

მანამდე ფილმი უკვე გამოსული იყო საფრანგეთის (50 ეკრანი), შვედეთის, ისრაელის, აშშ-ისა და ბულგარეთის კინოგაქირავებაში.

ფილმი საქართველოდან „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ნამუშევარს უკვე მრავალი პრიზი აქვს მიღებული.

ფილმი გადაღებულია მამა-შვილის რთულ და სენტიმენტალურ ურთიერთობაზე ემიგრაციაში, ოკეანის გაღმა მდებარე ოცნების ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის ვერ გიხდენს ოცნებებს. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ-იორკშია გადაღებული

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

მანანა ბანძელაძე

ცნობილია, რომელ ფილმს წარადგენს საქართველო „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close