ამინდისაქართველო

ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის – 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე – ლიპყინულიზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე – შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close