კრიმინალისაბერძნეთი

ოპერაცია „ცოცხი“ – ათენში პოლიციის რეიდისას 20 ადამიანი დააპატიმრეს

ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 იანვარს პატრულირება მიმდინარეობდა საბერძნეთის დედაქალაქ  ათენის რაიონებში: კოლონოსი, კალითეა, აკროპოლისი, ომონია და მთლიანად ათენის ცენტრში.

ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ განგაშის ზარს შემოჰკრა ათენის ცენტრალურ ქუჩებში დანაშაულის შემთხვევების ზრდის გამო. ამასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. მთლიანობაში, 2 დღის განმავლობაში – 26-27 იანვარს დაპატიმრებულია 20 ადამიანი, გახსნილია 4 ძარცვის და 8 თაღლითობის შემთხვევა. 13 ადამიანი დააკავეს ნარკოტიკებთან, იარაღთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების, აგრეთვე, დანაშაულებრივი საქმიანობით შემოსავლების მიღების გამო.

პოლიციაში შესული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი იპარავს საფულეებს და მობილურ ტელეფონებს, ველოსიპედებს და სხვ. 27 იანვარს განხორციელებული ოპერატიული ქმედებების დროს დააპატიმრეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.  ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩენილია და კონფისკაციას დაექვემდებარა:

  • დანები,
  • მობილური ტელეფონები,
  • ველოსიპედები,
  • 419,2 გრამი კანაფი,
  • 400 ევრო,
  • 18 გრამი ჰეროინი,
  • ერთი სასწორი.

ასევე, დაკავებულია 2 ადამიანი, სხვა ბანდის წევრები, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ, ამასთან, მათგან ერთს დამატებით ბრალი ედება ნარკოტიკების გავრცელებაში.

ერთი ადამიანი დაკავებულია სატრანსპორტო საშუალებების გატაცებებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის. წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მამაკაცი, აგრეთვე, მონაწილეობდა ავტომობილის გატაცებაში.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 25 ადამიანის წინააღმდეგ სახლებში, მაღაზიებში, სატრანსპორტო საშუალებებში ქურდობებისა და ძარცვისთვის.

2 შემთხვევაში გაირკვა, რომ ბრალდებულები  ბენზინგასამართ სადგურებზე განხორციელებული 2 ძარცვის დროს შარშან მოპარული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. .

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close