ვიდეოსპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში დამაჯერებლად ლიდერობს და ოლიმპიურ ოქროს უმიზნებს (ვიდეო)

ტუნისის გრან პრის დასრულების შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE)  ხმლით მოფარიკავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

მამაკაცთა შორის 266 ქულით ისევ სანდრო ბაზაძე ლიდერობს.

მეორე ადგილზე მყოფი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი (174) ქართველ მოფარიკავეს 92 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ტუნისის პრესტიჟულ ტურნირზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალური ბრძოლა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან მინიმალური ანგარიშით 14:15 დათმო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სანდრო ბაზაძემ ამავე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი მოფარიკავის თქმით, მისთვის 2023 წელი გამორჩეული იყო, შედეგებს სტაბილურად აღწევდა და სეზონი რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტიც შეეძლო. ახლა მისი მთავარი მიზანი ოლიმპიური ოქროს მოპოვებაა.

„რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი მიზანი პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი აზრით, ამის ძალა შემწევს“, – თქვა  სანდრო ბაზაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტსმენთა დაჯილდოებაზე 23 დეკემბერს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ სანდრო ბაზაძე გახდა გამარჯვებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნომინაციაში  „ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის“.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ სანდრო ბაზაძის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრის ბოლო წუთები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close