კრიმინალისაბერძნეთი

სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საბერძნეთი შეძრა – ახალი წლის პირველ დღეს დაკარგული ორსული ქალის ცხედარი ტყეში იპოვეს (ვიდეო)

საბერძნეთში ახალი წლის დაწყებისთანავე, პირველ იანვარს გაუჩინარებული 41 წლის ორსული ქალის ძებნის ამბავს, სამწუხაროდ, ტრაგიკული ფინალი აქვს – იგი ქალკიდიკის ტყეში მოკლული იპოვეს

ΕΛΑΣ-სის ინფორმაციით, 34 და 39 წლის ორი მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც თესალონიკში ქალის მკვლელობის შემსრულებლები. პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ახალი წლის პირველ დღეს ქალის პარტნიორის ბინაში, რომელიც კალამარიის რაიონში მდებარეობს, მამაკაცები მას თავს დაესხნენ ბასრი საგნით, თავიდან სკამზე მიაბეს ხელბორკილებით, შემდეგ კი მისი უსულო სხეული მანქანით ძნელად მისადგომ ტყის მასივში გადაიტანს. აგრეთვე, გაირკვა, რომ ქალისგან მათ გარკვეული თანხა წაიღეს. სამართალდამცველების გულმოდგინე და მეთოდური გამოძიებით გახსნილია 41 წლის ქალის მკვლელობის საქმე, რომელიც კალამარიის რაიონში მოხდა. ΕΛΑΣ-ის ინფორმაციას CNN.gr ციტირებს:

„დადგენილია ორი დამნაშავე – 39 წლის (ქალის პარტნიორი) და 34 წლის, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე განზრახ მკვლელობისთვის, ფეხმძიმობის შეწყვეტის, ძარცვისა და იარაღის უკანონო ტარება/გამოყენებისათვის.

როგორც გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, 01.01.2024-ში მოკლულის პარტნიორის ბინაში, რომელიც კალამარიის რაიონში მდებარეობს, მამაკაცები მას თავს დაესხნენ ბასრი საგნით, შემდეგ კი მისი სხეული მანქანით გადაიყვანეს ძნელად მისადგომ ტყის მასივში, სადაც პოლიციელებმა ის 8 იანვარს, დღის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს. აგრეთვე, დადგინდა, რომ ქალისგან მათ გარკვეული თანხა წაიღეს. საქმის შესაბამისი მასალები პროკურატურის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემათ“.

მედიის ინფორმაციით, ორსული ქალის პარტნიორის მეგობარმა თითქოს უჩვენა ადგილი, სადაც ქალის ცხედარი იყო და სადაც მოგვიანებით იპოვეს კიდეც გვამი.

გეორგია მურატი ახალი წლის შუადღიდან გაქრა თესალონიკის კალამარიის რაიონში. მისი გაუჩინარების შესახებ დედამ 2 იანვარს პოლიციას აცნობა. მოკლულ ქალს 13 წლის ქალიშვილი ჰყავდა და ორსულობის მე-3 თვეში იყო.

მკვლელის ყოფილმა ცოლმა პოლიციას განუცხადა, რომ 39 მამაკაცს მიდრეკილება ჰქონდა, ფინანსური ექსპლუატაცია გაეწია თავისი პარტნიორებისთვის, ქურდობის ჩათვლითაც კი – მას ძვირფასეულობა და ფული მიჰქონდა. ქალმა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ქმრისგან 2 შვილი ჰყავს, თქვა, რომ მათმა შვილებმაც იცოდნენ, რომ იგი მას შეურაცხყოფას აყენებდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და ბოლოს სასამართლოში საჩივარიც შეიტანა მის წინააღმდეგ.

39 წლის კაცი, რომელიც გეორგიას პარტნიორი იყო, მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ ქალის სახლში წაყვანა და გარკვეული თანხის აღება სურდათ, მისი მეგობრის ვერსიით კი, მათ გეორგიას გაძარცვა უნდოდათ, ქალმა წინააღმდეგობა გაუწიათ და ამ დროს შემოაკვდათ.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close