მედიცინამსოფლიო

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა სამედიცინო ცენტრებში

გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ესპანეთის ხუთ რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა სამედიცინო დაწესებულებებში. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ვალენსიაში პირბადის ტარება სავალდებულოა მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს სტუმრობენ.

კატალონიაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. არაგონის რეგიონის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი – დახურულ სივრცეებში, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პირბადის ტარება სავალდებულო გახდა მურსიაშიც, ხოლო გალისიაში ჯანდაცვის უწყება რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, რათა თავიდან აიცილონ კოვიდ-19-ით და გრიპის ვირუსებით ინფიცირება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close