დღის თემასაზოგადოებასაქართველო

საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 7 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება

ქრისტესშობას, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, „ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს. აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით.

„მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და მეალილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი. დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფ. მეტეხიდან ჩამოჰყავთ.

მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. სადღესასწაულო მსვლელობის დროს მეალილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მეალილეები შობას ულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა სრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღესრულება შობის პარაკლისი.

ქრისტესშობა დღესასწაულთა შორის განახლების, უკეთესი მომავლის, იმედისა და რწმენის ზეიმია. შობის დღესასწაულს წელსაც კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს განსაკუთრებით გავუზიარებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close