ეკონომიკასაქართველო

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა – სემეკის გადაწყვეტილება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა. ინფორმაციას მარეგულირებელი კომისია ავრცელებს

სემეკ-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი დღეს დაამტკიცა. ტარიფი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის დაიკლებს, მათ შორის, კომერციული აბონენტებისთვისაც.

შესაბამისად, თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისას დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრით განისაზღვრა.

შესაბამისი სამთეთრიანი კლება რეგიონებსაც შეეხება.

ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close