მიგრაციაპოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კვოტა 0.3 პროცენტია – რა შეიცვალა საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა გააფორმეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერითა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა და გერმანიაში ჩასვლის უფლებების კუთხით.

ნენსი ფეზერს დაუსვეს კითხვა: „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მკურნალობა შეუწყდათ და საქართველოში დაბრუნება უწევთ. ხომ არ შეიძლება შემსუბუქდეს მიდგომები მიგრაციის კანონის გამკაცრების პარალელურად, ასევე, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში?“

„ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე, გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3 პროცენტია. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება – უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამას მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, აღნიშნული შეთანხმების გარდა, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა თავიდან აიცილოს უკანონო მიგრაცია, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამისთვის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

„ვფიქრობ, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილების განხორციელება. ეს მიგრაციის შეთანხმების გამოძახილია. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე შემოდის. ამის დასაძლევად ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად უნდა განვახორციელოთ გარკვეული ღონისძიება. საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიგრაციის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან სამი წლის განმავლობაში მიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდა, მაგალითად, უკრაინიდან ეს მაჩვენებელი 60 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close