პოლიტიკასაქართველო

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა X პლატფორმაზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია, მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის მარტში მიმართა, ევროგაერთიანების წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close