ვიდეოსპორტი

„ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა (ვიდეო)

„ნაპოლიმ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე, „სტადიო მარადონაზე“ პორტუგალიურ კლუბ „ბრაგასთან“, რომელსაც 2 ბურთის სხვაობით მოგება სჭირდებოდა სატურნირო ცხრილში „ნაპოლის“ გადასასწრებად. 2 ბურთის სხვაობით – ანგარიშით 2:0 „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და ფლეი-ოფში გააგრძელებს ასპარეზობას.

„ნაპოლიმ“ 3 გამარჯვებით და ერთი ფრით 10 ქულა დააგროვა და C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „რეალის“ შემდეგ. „ბრაგა“ და „უნიონ ბერლინი“, რომელიც დღეს საკუთარ მოედანზე „რეალთან“ დამარცხდა 2:3, ასპარეზობას გამოეთიშნენ.

„ნაპოლის“ და „ბრაგას“ შეხვედრა თავიდანვე გახსნილი თამაში დაიწყო, ორივე გუნდი შეტევაზე იყო მომართული. მე-9 წუთზე ანგარიში „ბრაგას“ ფეხბურთელმა – სერდარ საატჩიმ გახსნა, ოღონდ ავტოგოლით – მან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ნაპოლი“ დაწინაურდა 1:0.

მეორე გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა 33-ე წუთზე. ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემული პასი ნათანმა მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ვიქტორ ოსიმენს გადააწოდა და ოსიმენიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მათ შორის, ხვიჩასაც, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი 2:0 დასრულდა. „ნაპოლი“ მერვედფინალში იასპარეზებს.

მომდევნო შეხვედრას კვარას გუნდი შინ გამართავს 16 დეკემბერს – იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „კალიარის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close