„გილოცავთ დაქორწინებას“ – მესამე პრეზიდენტის დედას გაბედნიერებას მანჰეტენიდან ულოცავენ (ვიდეო)
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სარეკლამო მონიტორიდან მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ჩალაძეს დაქორწინებას ულოცავენ.
გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ივნისშიც გავრცელდა. მაშინ სოციალურ ქსელში მათი ერთობლი ფოტო გააზიარეს ბრიუსელიდან. ამ ფაქტის კომენტირებისას გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია „მიხეილ სააკაშვილის დისკრედიცაციის მცდელობაა“ და იქვე გაკვირვებით დასძინა: „გუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება?!“
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კაგებეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით. ეს კამპანია არც ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიცაციის მცდელობა, თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება?! მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის – მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან.
კომენტარები