მსოფლიოეკონომიკა

რომელ ქვეყნებში ფასდება შრომა ყველაზე ძვირად?

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ განვითარებული და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყნები განიხილა. ორგანიზაცია 38 ქვეყანას აერთიანებს, შესაბამისად, ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ განსხვავებების საილუსტრაციოდ Truman Du Genuine Impact-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშუალო სამუშაო საათები და ხელფასები ერთმანეთს შეადარა. რეიტინგი 35 ქვეყნის 2022 წლის ყოველკვირეული ანაზღაურების შედეგებს ასახავს.

ისლანდიის მოქალაქეებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. მათი შრომა კვირაში საშუალოდ $1528-ად ფასდება. ისლანდიელი დასაქმებულები საათში საშუალოდ 55 დოლარს გამოიმუშავებენ, თუ კვირაში დაახლოებით 28 საათს იმუშავებენ.

რეიტინგში მეორე ადგილზე ლუქსემბურგია. ლუქსემბურგის მოქალაქეებს კვირაში საშუალოდ $1500 დოლარს უხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შრომა საათობრივად 53 დოლარით ფასდება.

რეიტინგის ხუთეულს ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია და ბელგია ავსებენ. აშშ-ში ადამიანები კვირაში საშუალოდ $1490-ს, შვეიცარიაში $1404-ს და ბელგიაში $1247-ს იღებენ. მეექვსე ადგილოსან დანიაში შრომა კვირაში $1233-ად ფასდება. ავსტრიაში მოქალაქეები კვირაში $1226-ს, ნიდერლანდებში $1215-ს, ავსტრალიაში $1142-ს, კანადაში კი $1135-ს გამოიმუშავებენ.

მონაცემთა ბაზაში ასახულ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე მექსიკაა. ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, სადაც შრომა ყველაზე იაფია. უფრო კონკრეტულად კი, მექსიკელი მუშახელი ქვეყანაში კვირაში 320 დოლარს გამოიმუშავებს, რაც საათში საშუალოდ $7.50-იანი ანაზღაურებაა.

მაღალი საათობრივი ანაზღაურება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკურ კეთილდღეობას განიცდიან, რადგან დასაქმებულთა საკმარისი ანაზღაურება პირდაპირ პროპორციულად მათი ცხოვრების ხარჯების დაკმაყოფილებას არ გულისხმობს. ქვეყნები, სადაც მოქალაქეებს მაღალი ხელფასები აქვთ, ცხოვრების ღირებულება უფრო მეტია.

მაგალითისთვის, შვეიცარია, დანია და ისლანდია იმ ქვეყნების ათეულში არიან, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირი ჯდება, მექსიკა კი, პირიქით, საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიელი დასაქმებული, როგორც ჩანს, თითქმის 7-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მექსიკელი, ცხოვრების ხარჯის გათვალისწინებით, შესაძლოა ისინი ერთნაირ ეკონომიკურ მდგომარეობაში იყვნენ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close