თითოეული ხმა გადამწყვეტია! ხმის მიცემა უფასოა! – უგულშემატკივრეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე (ვიდეო)
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან. ორივე მათგანი 2022 წელს „რანინას“ ფინალისტი იყო.
24 ნოემბრის 23:00 საათიდან ხმის მიცემა დაიწყო!
ეწვიეთ საიტს vote.junioreurovision.tv – უყურეთ მოკლე ვიდეოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებზე, 4-წუთიანი ვიდეოს დასრულების შემდეგ მარჯვენა ქვედა კუთხეში გაიხსნება ხმის მიცემის „სარკმელი“. ხმის მიცემისთვის აირჩიეთ საქართველო და ორი ნებისმიერი სხვა ქვეყანა და დააჭირეთ ღილაკს VOTE.
ამის შემდეგ სწორად უნდა შეასრულოთ მარტივი მათემატიკური მოქმედება (ასეთი სირთულის – 1+8=), რათა დაამტკიცოთ, რომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა რობოტი
ხმის მიცემა გაგრძელდება 26 ნოემბრის 19:00 საათამდე და შეწყდება სწორედ მაშინ, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
26 ნოემბერს, თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით განახლდება და ამ 15 წუთის განმავლობაში ისევ შეძლებთ საქართველოსთვის ხმის მიცემას.
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.
თითოეული ხმა გადამწყვეტია!
ხმის მიცემა უფასოა!
კომენტარები