როგორ აირჩია დე ნირომ ია ფარულავა ყველაზე ლამაზ გოგოდ საბჭოთა კავშირში (ფოტო, ვიდეო)
მსახიობი ია ფარულავა ჰოლივუდის ვარსკვლავ რობერტ დე ნიროსთან შეხვედრის მომენტს იხსენებს. ია ფარულავამ „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში დეტალურად გაიხსენა ის ეპიზოდი, როდესაც ჰოლივუდის მსახიობმა ის ყველაზე ლამაზ გოგოდ დაასახელა და ვარდი აჩუქა:
„ასეთი გასხივოსნებული სახე არც ერთ ფოტოში არ მაქვს, იმიტომ რომ დე ნირომ ამწუთას მაღიარა ყველაზე ლამაზ გოგოდ მთელ საბჭოთა კავშირში.
როგორც კი მე ამირჩია და სცენაზე ავედი, უცებ მივხვდი, რომ რაღაც ისტორიული ხდება ჩემს თავს. ვხედავ, იქვე ფოტოგრაფი დგას და ვეუბნები: „ახლა ფოტოებს გადაიღებ და ყველაფერს მომცემ, ფულს გიხდი“.
ფოტოზე გამოსახული ორი გოგო იყო გამზადებული, რომ უნდა აერჩიათ მის ფესტივალად, ისინი დე ნირომ არ აირჩია და მე დამიძახა.
ეს ის მომენტია [ფოტოზე აღბეჭდილი], ჩემზე რომ აცხადებს, თან მეკითხება – ვინ ხარ, რა გქვია. ვარდი მაჩუქა… გაცისკროვნებული სახე მაქვს, იმიტომ რომ ვიცი, ფოტოები მრჩება… ძალიან ბედნიერი ვიყავი“, – ამბობს ია ფარულავა.
fortuna.ge
კომენტარები