ვიდეოკინო/ფილმებიარტისტი

ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მთავარი პრიზები მოიპოვა, კოტბუსის კინოფესტივალზე მეორე ქართული ფილმიც დააჯილდოვეს

ქართულმა ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც რეჟისორმა ელენე ნავერიანმა თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო, კოტბუსის 33-ე და ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა.

ბელფასტის კინოფესტივალის ჟიურიმ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი მსახიობ ეკა ჩავლეიშვილს გადასცა, რომელიც ფილმში მთავარ გმირს – ეთეროს განასახიერებს.

კოტბუსის 33-ე, აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი“ 2 პრიზი გადაეცა: ფილმმა მიიღო ეკუმენური ჟიურისა და „Cottbus to Cinema-ს“ ჯილდო, ხოლო მთავარი გმირის საუკეთესოდ განსახიერებისთვის მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი დაჯილდოვდა.

კოტბუსის კინოფესტივალზე ჟიურიმ მეორე ქართული ფილიც გამოარჩია –  საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის ნომინაციაში მთავარი პრიზი რეზო გიგინეიშვილს გადაეცა ფილმისთვის „პაციენტი N1“

რამდენიმე დღის წინ „შაშვი შაშვი მაყვალში“ შესრულებული როლისთვის (ეთერო) ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023“. კინოაკადემიის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება. საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ ამ ჯილდოს მფლობელი ეკა ჩავლეიშვილი გახდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close