რჩევებიჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 13 ნოემბრის ახალმთვარეობა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

2023 წლის 13 ნოემბრის ახალმთვარეობა შესაძლოა რთული დღე გამოდგეს, რადგან დედამიწის თანამგზავრი მორიელის ნიშანში იქნება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ჩვენს გარემომცველ სამყაროში დაძაბულობის გრადუსი ძალიან მაღლა აიწევს, ამავე დროს, იქნება მოულოდნელობის ელემენტიც მოვლენების განვითარებაში და შესაძლოა მწვავე კონფლიქტური სიტუაციები ერთბაშად დასრულდეს. საერთოდ, ახალ მთვარეზე სიფრთხილე გვმართებს – ხალხის დიდი მასისგან თავი შორს დაიჭირეთ, გახსოვდეთ უსაფრთხოების შესახებ და სამსახურში მეტისმეტად ნუ დაიტვირთებით.

ახალმა მთვარემ მორიელის ზოდიაქოში (ამ ნიშანს ხომ ყველაფრის თავდაყირა დაყენება უყვარს) შესაძლოა ზედაპირზე ისეთი რამეები „ამოიტანოს“, რისგანაც უკვე დიდი ხანია უნდა გათავისუფლებულიყავით – რაც ახლა უნდა გააკეთოთ კიდეც.

ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღესაც (12 და 14 ნოემბერს) ასტროლოგები გვირჩევენ, მოვერიდოთ ნებისმიერ კონფლიქტს, ურთიერთობების გარკვევას, კამათს, აგრეთვე, არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება და რამე ძვირადღირებულის ყიდვა. საჭიროა, რომ საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ, რადგან ამ პერიოდში ენერგია იკლებს.

მისტიკურად მორიელი, პლუტონის და მარსის ხელმძღვანელობით, ყოველთვის ტრანსფორმაციისა და ცვლილებებისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ მორიელების სეზონი ბევრისთვის მტკივნეული დროა: როდესაც ძველი ციკლები მთავრდება, ხდება განხეთქილებები მეგობრებში, ირღვევა ურთიერთობები.

განსაკუთრებულ ზეგავლენას, ასტროლოგების თქმით, 13 ნოემბრის ახალი მთვარე ზოდიაქოს 5 ნიშანზე მოახდენს, რომელთა ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს ნიშნებია:

მორიელი

ეს თქვენი სეზონია, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებო! ამ ახალი მთვარის პერიოდში არა მარტო მთვარე, არამედ მზეც და მარსიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება. ენერგიის მძლავრ მოზღვავებას იგრძნობთ: ეს რესურსი საკუთარი მიზნების მისაღწევად მიმართეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომატებულ გაღიზიანებას და აგრესიულობას წააწყდებით.

ნუ შეგეშინდებათ თქვენს ემოციებში წესრიგის დამყარების მწველი სურვილისა. ამ ახალმთვარეობის მთავარი თემა – საკუთარი თავის, საკუთარი ემოციებისა და თვითშეფასების მიმართ დამოკიდებულებაა. შეეცადეთ, დღიურში ჩაწეროთ ყველა აზრი, რომელიც 13 ნოემბერს მოგივათ თავში: მათ შორის შესაძლოა ახალი ორიენტირები და ფასეულობები აღმოაჩინოთ, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

ლომი

13 ნოემბრის ახალი მთვარის მთავარი თემა ლომებისთვის – ოჯახი, საგვარეულო  და სახლია. დაფიქრდით, რის შეცვლას ისურვებდით ოჯახში და მშობლებთან ურთიერთობაში? ერთგვარი კვლევა ჩაატარეთ: ახალ ფაქტებს აღმოაჩენთ, რაც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. შეაფასეთ თქვენი სიტუაცია: მყუდროდ გრძნობთ თავს საკუთარ სახლში? სავსებით შესაძლებელია, რომ დროა, საცხოვრებელი პირობები განაახლოთ და შეცვალოთ.

თუ ოჯახში მატებას ფიქრობთ – 13 ნოემბრის ახალი მთვარე შესაფერისი პერიოდია. სხვა შემთხვევაში ეს ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე მიმართეთ – მაგ., წადით საინტერესო ლექციაზე ან მასტერკლასზე ჩაეწერეთ. იქნებ რამე ახალი ჰობიც გაიჩინოთ – ხატვა ჯერ  არ გიცდიათ? მაშინ იქნებ ახლა ცადოთ!

ვერძი

დროა, საკუთარ ქვეცნობიერ განცდებსა და შიშებს თვალი გაუსწოროთ: კარგი პერიოდია ამისთვის, რადგან ასტეროიდი ქირონი, რომელიც სულიერი ტრავმების მკურნალობაზეა პასუხისმგებელი, თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

შეიძლება გაწუხებთ განცდა, რომ მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, სათანადო აღიარებას ვერ იღებთ. დათრგუნულობამ და უინიციატივობამ შესაძლოა ამ ახალ მთვარეზე ხელი დაგრიოთ. ეს მტკივნეული შეგრძნებები და ემოციები ნუ შეგაშინებთ და მათგან გაქცევას ნუ ეცდებით: თქვენს თავთან მუშაობა ჩაატარეთ და საკუთარი თავის გაჯანსაღება, განკურნება დაიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ციკლი მანამ განმეორდება, სანამ კარგ გაკვეთილს არ მიიღებთ და  საბოლოოდ არ გათავისუფლდებით იმისგან, რაც ხელს გიშლით წინსვლასა და ბედნიერებაში.

თევზები

მორიელში ახალი მთვარე თქვენთვის მთავარ საკითხად სულიერ ზრდას, მოგზაურობასა და რელიგიურ შეხედულებებს განსაზღვრავს. ამავე დროს, თქვენი მმართველი პლანეტა – ნეპტუნი, აგრეთვე, პლანეტა სატურნი – ორივე თევზებში იქნება. დაიწყეთ ფილოსოფიური სწავლებების, რელიგიური მიმართულებების გაცნობა – ყველაფერი, რაც მატერიალური საგნებიდან თქვენს ყურადღებას გადაიტანს.

თქვენთვის 13 ნოემბრის ახალი მთვარე ახალი იდეების ძიებასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ განსხვავებული მიმართულებით მუშაობა გჭირდებათ. შესანიშნავი პერიოდია, რომ თქვენს რეალურ ინტერესებზე დაფიქრდეთ, საკუთარი უნარები შეაფასოთ, გაარკვიოთ, კიდევ რის შესწავლა გჭირდებათ სასურველი საქმიანობის დასაწყებად და შემდეგ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ წახვიდეთ წინ – ყველაფერი გამოგივათ!

კურო

დროა, ოჯახზე იფიქროთ! შესაძლოა 13 ნოემბრის ახალმთვარეობაზე ისეთი  მნიშვნელოვანი ამბავი მოხდეს, რომ კარდინალურად შეგაცვლევინოთ აზრი ქორწინებასა და შვილების გაჩენაზე. ეს არის სწორედ ის თემა, რაც მოსვენებას არ მოგცემთ ამ პერიოდში. თქვენი მმართველი პლანეტა – ვენერა ჯანმრთელობის სახლს გაივლის, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, ბოლო დროს მეტისმეტად დაიტვირთეთ. ვენერა სასწორში გირჩევთ, რომ სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი უნდა იპოვოთ და ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავისა და მოთხოვნილებებისთვისაც გამონახოთ საკმარისი დრო!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close