როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – პროგნოზი 1-3 ნოემბრისთვის
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 3 ნოემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.
დედაქალაქ თბილისში 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ტემპერატურა მცირედ დაიკლებს – ჰაერი დღისით +22, +24 გრადუსამდე გათბება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს, დღისით +21, +23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს, დღისით +21, +23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერი 1-2 ნოემბერს +25, +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო 3 ნოემბერს ტემპერატურა დაიკლებს და დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1-ელ ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1-ელ ნოემბერს +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2-3 ნოემბერს საკმაოდ დაიკლებს და დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ტემპერატურად დიდად არ შეიცვლება და დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ვერცხლისწყლის სვეტი დღისით +17, +19 გრადუსამდე აიწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში +9, +11, ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14, +16 გრადუსი იქნება.
კომენტარები