ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლიმ“ ბერლინის „უნიონი“ კვარაცხელიას საგოლე გადაცემით დაამარცხა – ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (ვიდეო)

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი სტუმრად ბერლინში გამართა „უნიონ ბერლინთან“ და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე კვარას საგოლე გადაცემის შემდეგ  ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა საფეხბურთო პორტალებისგან – Whoscored-მა და Flashscore-მა მას 8.1 ქულა დაუწერეს, ხოლო Sofascore-მა – 7.8 ქულა.

ხვიჩა კვარაცხელია უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა და სპეციალური ჯილდო გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-10 ტურის მატჩს შინ გამართავს „მილანთან“ 29 ოქტომბერს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close