მსოფლიოპოლიტიკა

ევროპულმა ავიაკომპანიებმა ისრაელიდან ჩარტერული რეისებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს

ევროკავშირის ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ თავიანთი მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში დააბრუნონ.

პირველი სპეციალური ჩარტერული რეისი ხუთშაბათს ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შესრულდა. მანამდე პოლონეთი და ლიეტუვა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს იყენებდნენ თავიანთი მოქალაქეების წამოსაყვანად. ამ რეისით ორმაგი ეროვნების მოქალაქეები, ტურისტები, ისრაელელები ჩამოიყვანეს.

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ხალხის ევაკუაციისთვის პარასკევს შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან ევროპაში. დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც, თუმცა საელჩო სხვა მოქალაქეების დასახმარებლადაც მზადაა.

მთავარმა ავიაკომპანიებმა რეგულარული ფრენები ჰამასის შეტევის დაწყებისთანავე შეაჩერეს, თუმცა ისრაელის ავიაკომპანიები პირიქით, სულ უფრო მეტ ფრენას ასრულებდნენ არმიის იმ რეზერვისტების შესაკრებად, რომლებიც სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close