მიგრაციაქართველები უცხოეთში

ინფორმაცია ჰამასის მიერ საქართველოს მოქალაქის შესაძლო დატყვევების შესახებ და გაფრთხილება ქართველ ემიგრანტებს – გაავრცელეთ!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში თავდასხმის დროს ჰამასის მიერ საქართველოს მოქალაქის შესაძლო დატყვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. 

„საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.

აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ისე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ემიგრანტებო, ეს დღეები პოლიცია გააჩერებს ყველას, ვინც კი საეჭვოდ მოეჩვენებათ! მთავარია არ შეეწინააღმდეგოთ ან არ გაექცეთ სადმე. ეს არაა საემიგრაციო პოლიცია!
თავისუფლად გაუწოდეთ ქართული პასპორტი! თორემ აქვთ ადგილზე განეიტრალების უფლება! თქვენ არავინ არ გერჩით!“.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომრებზე: +972526919092; +972 52-8888513; +972 54-7386813;

დეტალური რეკომენდაციები წაიკითხეთ აქ:

საქართველოს ელჩი ისრაელში ჩვენს მოქალაქეებს აფრთხილებს, საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close