შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს – ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა ემიგრანტების შვილებს
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი ქართული და ამერიკული ცხოვრების შესახებ საზოგადოებას ხშირად უყვება.
რამდენიმე თვის წინათ ცისნამი საყვარლიშვილის წიგნის – „წითელთმიანი გოგონას დღიური“ პრეზენტაცია გაიმართა.
ცისნამი სოციალურ ქსელში წიგნიდან ემიგრანტების შესახებ ემოციურ ნაწყვეტს აქვეყნებს.
„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და ჭიდილი.
შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს. შვილებო, თქვენი დედები, ცხრა მთას იქით გადახვეწილები, ცარიელი ხელებით ეომებიან ცხოვრებას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი კარგი თქვენთვის უნდათ.
#წითელთმიანიგოგონასდღიური 📕 გვერდი 111
ვთვლი, რომ ყველა ემიგრანტმა ქალმა უნდა წაიკითხოს ჩემი წიგნი.
იქ მათზე მიწერია“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ასევე, დაგაინტერესებთ: ცის ნამი – მზეზე ანუ „წითელთმიანი გოგონას“ ახდენილი ამერიკული ოცნება
ცის ნამი – მზეზე ანუ „წითელთმიანი გოგონას“ ახდენილი ამერიკული ოცნება
კომენტარები