ვიდეოიტალია

იტალია: ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვი (ვიდეო)

სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა იტალიაში ესტაკადიდან სამგზავრო ავტობუსის გადავარდნის შედეგად. ამის შესახებ 3 ოქტომბერს ინფორმაცია La Repubblica-მ გაავრცელა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ოქტომბერს, საღამოს 20 საათზე მოხდა მესტრეში – ვენეციის კონტინენტურ ნაწილში, რკინიგზის თავზე.  ავტობუსმა გზის პარაპეტი გაარღვია, ესტაკადიდან დაახლოებით 10 მეტრი იფრინა, რკინიგზაზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. მატარებლების მოძრაობა მესტრედან ვენეციამდე დროებით შეჩერდა.

წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე დაშავდა. შემთხვევის ადგილას საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა მალევე ვერ მოხერხდა. რამდენიმე გარდაცვლილი, რომლებიც პირველად იპოვეს, ცოცხლად იყო დამწვარი.

საბედისწერო ავტობუსში ტურისტები ისხდნენ, რომლებიც მესტრედან მარგერაში, კემპინგ ‘Hu’-ში მიემგზავრებოდნენ. მედია წერს, რომ კემპინგი, რომელშიც, აგრეთვე, არის დიდი დახურული აუზი, ძირითადად, უცხოელ ტურისტებს ემსახურება.

„ანსას“ ინფორმაციით, რომელიც სააგენტომ სამართალდამცველი ორგანოებიდან მოიპოვა, შემთხვევის შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, 21 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულები და რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია – მაშველებმა მათი ცხედრები იპოვეს.

ვენეციის პრეფექტმა მიკელე დი ბარიმ სააგენტოს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის ამოცნობილია უკრაინის 5 და გერმანიის ერთი მოქალაქე, აგრეთვე, მატარებლის იტალიელი მემანქანე.

კატასტროფის შედეგად დაშავებული 18 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიის მიზეზები და გარემოებები დგინდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close