ვიდეომოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

პარიზში „ბალენსიაგას“ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება დემ­ნა გვასალიას დედამ გახ­სნა, დემ­ნას ქმარმა კი და­ხუ­რა – რატომ არ მიიწვიეს ჩვენებაზე დემნას ძმა (ვიდეო)

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მისმა ქარ­თველ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ წარადგინა. პირველი მოდელი, რომელმაც შოუ  გახსნა, დემნა გვასალიას დედა, ელლა იყო.

თეატრალური სცენის მსგავსად გაფორმებულ პოდიუმზე გაიარეს, აგრეთვე, დემნას მასწავლებელმა ნატიფ ხელოვნებათა სამეფო აკადემიიდან ივონმა, მისმა პიარის სპეციალისტმა რობინ მიზონმა და სხვ. ჩვენებაში მონაწილეობდა დემნას მეგობარი, ამერიკელი მოდელი და ბიზნესლედი კიმ კარდაშიანი.

კიმ კარდაშიანი დემნას ჩვენებაზე

მოდის კვირეული პარიზში, მე-17 საუკუნის ისტორიულ კომპლექსში – ინვალიდთა სახლში (ფრ.  Les Invalides) მიმდინარეობს.

შოუს ფინალიც საოჯახო გამოდგა – ჩვენება დემ­ნას ქმარმა, მუ­სი­კოს­მა BFRND-მა – ლო­იკ გომესმა და­ხუ­რა, რო­მელ­საც 7 სხვადასხვა საქორწილო კაბისგან შექმნილი ჰიბრიდული საქორწილო კაბა ეცვა.

დემნამ თავის ქმარს სიყვარული საჯაროდ შარშან აუხსნა, როდესაც პა­რიზ­ში „ოტ კუ­ტი­ურ“ კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბაზე, პოდიუმიდან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­ლა­და ფრან­გულ ენა­ზე მიუძღვნა.

მისი გულშემატკივრების აზრით, ეს ლექსი აფხაზეთსა და საქართველოს ეძღვნებოდა, თუმცა მოგვიანებით დემნამ განმარტა, რომ ლექსი არა სამშობლოს, არამედ ხელოვნებას და ქმარს მიუძღვნა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი თარ­გმა­ნი გავ­რცელ­და (თარ­გმა­ნის ავ­ტო­რია ანა­ნო ბა­კუ­რა­ძე):

„მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ 30 წე­ლია. გე­ლო­დე­ბი მას შემ­დეგ, რაც 10 წელი შე­მის­რულ­და. ვფიქ­რობ­დი, ვინ ხარ ჩემ­თვის? რა გინ­და? ვხუ­ჭავ­დი თვა­ლებს და შენ­ზე ვფიქ­რობ­დი. მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია. შე­იძ­ლე­ბა სულ მიყ­ვარ­დი. მიყ­ვარ­ხარ მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით. შენ იქ იყა­ვი, რო­დე­საც დე­და­ჩე­მი აუ­თო­ებ­და. შენ იქ იყა­ვი, რო­დე­საც ჩემი დარ­დე­ბი მჯობ­ნი­და. არ მყოფ­ნი­და გამ­ბე­და­ო­ბა, რომ შენ­თვის ეს მეთ­ქვა. არ მქონ­და სი­ტყვე­ბი, რომ არ მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნა. არას­დროს ვი­ცო­დი, რო­გორ აღ­მე­წე­რა ეს სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც შენ­თან მა­კავ­ში­რებ­და. ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვი­თო­ბის გა­რე­შე. ამ­ბა­ვი დრო­ის მიღ­მა. სიყ­ვა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. ეს იმე­დის იმი­ჯე­ბი. უკვე 30 წე­ლია, მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­დი გუ­ში­ნაც, მეყ­ვა­რე­ბი ხვა­ლაც. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი“.

ცნო­ბის­თვის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ქმა­რი ფრან­გი მოდელი და მუ­სი­კო­სი, 31 წლის ლოიკ გო­მე­სია, რომელიც დემნაზე 11 წლით უმცროსია. მათ 2017 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში იქორწინეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Balenciaga-ს ბოლოდროინდელი შო­უ­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის მუ­სი­კას ლო­ი­კი წერს, თუმცა ამჯერად ჩვენებას ფონად ედო არა მუსიკა, არამედ ფრანგი მსახიობის – იზაბელ იუპერის ხმა, რომელიც კერვის ტექნიკაზე უყვებოდა დამსწრე საზოგადოებას.

„საოჯახო“ ჩვენებას არ დასწრებია დემნას ძმა, Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, 37 წლის გუ­რამ გვა­სა­ლია. ის გულნატკენია, რომ ჩვე­ნე­ბა­ზე არ მი­იწ­ვი­ეს, თუმცა ამაყობს, რომ შოუ დედამისმა გახსნა.

როგორც ამბობენ, ძმებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც New Your Times-მა გუ­რამ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ  გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობს, რომ „დემ­ნა­ზე უფრო წინ არის“ და „მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის“, „ახლა ჩემი დროა“ – დარწმუნებულია გურამი.

ინტერვიუში გურამ გვასალიამ ისიც აღნიშნა, რომ ბოლო თვეებია, პოპის ქალღმერთისთვის, მადონას სამომავლო ტურნესთვის სამოსს თავად ქმნის. მისივე თქმით, მომღერალთან მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პატივია. „ვფიქრობ, რომ მადონასთან მუშაობა გარკვეულ აღიარებას მომიტანს“, – ამბობს ქართველი დიზაინერი.

შეგახსენებთ, რომ Vetements-ი დემნამ და გურამ გვასალიებმა 2013 წელს დააარსეს. ბრენდმა წარმატებას მალევე მიაღწია და პოპულარულიც გახდა, თუმცა დემნამ 2019 წელს Vetements-ი დატოვა და განაცხადა, რომ იქ თავისი მისია უკვე შეასრულა. ამის შემდეგ დემნამ კარიერული მოღვაწეობა Balenciagaში გააგრძელა, როგორც შემოქმედებითმა დირექტორმა და ბრენდს არნახული აღიარება მოუტანა. მედია კი ძმებს შორის უთანხმოებაზე ლაპარაკობდა.

რამდენიმე დღის წინათ გურამ გვასალია ისევ მოექცა უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში – მან სოციალურ ქსელში ბრიტანელ სუპერმოდელ ქეით მოსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მიყვარხარ, ქეით!“

 

View this post on Instagram

 

A post shared by GURAM GVASALIA (@gvasalia)

ნიშნავს თუ არა დემნას ძმის პოსტი ახალი რომანის დაწყებას, თუ ამ ნაბიჯით დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა – ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა ისიც, მოახერხებს თუ არა გურამი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას.

…თუმცა უკვე ცნობილია, როგორი იქნება დემნა გვასალიას ზაფხული 2024

ნუცა ყაველაშვილი

დემნა „ოვერსაიზ“ ფორმას არ ღალატობს – 2 მოდელი ახალი ჩვენებიდან.

მსგავს თემაზე:

რა უნდა ვისწავლოთ დემნა და გურამ გვასალიების წარმატებიდან?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close