სპორტი

ბაქოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა, გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს დასრულდა გრანდ სლემის პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა, საერთო ჯამში, ერთი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 

24 სექტემბერს, ტურნირის ბოლო დღეს პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა ილია სულამანიძე (100 კგ). მან ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია.

ფინალურ შეხვედრაში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ასევე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს სპორტსმენთან, ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი პირველ საშეჯიბრო დღეს, 22 სექტემბერს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუპოვა. იგი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან ვაზარით დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენებმა წელს გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთ იასპარეზეს – 2022 წელს ბაქოში საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close