ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2023 წლის სექტემბერში მნიშვნელოვანი ფინანსური სიურპრიზი და კარიერული წარმატებები ელის
აგვისტო ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული თვე იყო და უამრავი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი აღმოვჩნდით. თითოეული მათგანი კი ჩვენს ხასიათზე, განწყობებზე, საქმესა და მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენდა, ზოგი დადებითს, ზოგიც – უარყოფითს. სექტემბერიც საკმაოდ დატვირთული თვეა: პლანეტა მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას ამთავრებენ, სასწორის სეზონი იწყება და ასე შემდეგ. ამ თვეში ქალწულის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, სექტემბერში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს განსაკუთრებული ცვლილებები ელის:
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა აგვისტოში ძლიერი ტრანსფორმაცია გაიარეს და ბევრ ფაქტსა თუ მოვლენას ფხიზელი გონებით შეხედეს, დაივიწყეს ილუზიები და პირისპირ შეხვდნენ რეალობას. ამიტომაც ახლა განახლაბული ნაბიჯებით იწყებენ როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს. სექტემბერში რეტროგრადული იუპიტერი თქვენი კარიერის სექტორში გაივლის. ამიტომაც, დიდი შანსი გაქვთ, რომ დაგაწინაურონ, ხელფასი გაგიზარდონ და მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი ნახოთ. ეს შეიძლება ახალ შეთავაზებასაც უკავშირდებოდეს და არსებულ სამსახურში გამოჩენილ ინიციატივასაც. კარგად შეაფასეთ სიტუაცია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ – ამ თვეში ყველა პირობა გაქვთ, რომ ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდეთ.
4 სექტემბერს თქვენმა მმართველმა პლანეტამ, ვენერამ, რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. თუმცა იმავე დღეს რეტროგრადული მოძრაობა იუპიტერმა დაიწყო. ვენერა ფინანსებზეა პასუხისმგებელი, იუპიტერი კი ამ გავლენას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სექტემბერში ფინანსური ზრდა და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა გელით. მთავარია, არ დანებდეთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ თქვენი მიზნებისა და ოცნებებისათვის ბრძოლა განაგრძეთ, გამოიყენეთ ყველა შანსი და შეთავაზება. ამ თვეში გაქვთ შანსი, რომ სტაბილური ფინანსური გარემო შექმნათ და დაწინაურდეთ.
სექტემბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების თვეა. წინ ბევრი სიახლე და კარგი ამბავი გელით. შესაძლოა სამსახურში დაგაწინაურონ, აღიარონ თქვენი თავდადება და ერთგულება, წაგახალისონ, ბონუსი ჩაგირიცხონ ან კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აგიყვანონ. ეს კი თქვენი ფინანსების ზრდასაც გამოიწვევს. ასევე, წარმატება გელით ყველა იმ პროექტსა და საქმეში, რომლებიც წამოიწყეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ თვის პირველი ნახევარი პროფესიული ღირებულებების გადაფასებას დაუთმოთ. შემდეგ კი კარგად გააანალიზოთ ყველა ის შეთავაზება და წინადადება, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ.
ის ფაქტი, რომ ვენერამ რეტრორადული მოძრაობა დაასრულა და, ამავდროულად, თქვენს ნიშანში პლანეტა მარსია, დაგეხმარებათ, რომ ამ თვეში უფრო თავდაჯერებული იყოთ და ზუსტი გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა ამ პერიოდში თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილური იყოს და ამას თქვენი სეზონის დაწყებამდე გრძნობდეთ, მაგრამ ეს არ შეგიშლით ხელს, რომ პროფესიული უნარები და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, დაარწმუნოთ სხვა ადამიანები, რომ ბევრი განსხვავებული რამის გაკეთება შეგიძლიათ, დაწინაურდეთ და გაზრდილი შემოსავალიც მიიღოთ. თქვენი ამოცანაა, რომ არ აჰყვეთ ემოციებს, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში. კარიერული კუთხით კი ხელსაყრელი გარემო გელით.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახლა მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას გრძნობენ. ეს კი შესაძლებლობას მოგცემთ, დაიწყოთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ხმამაღლა განაცხადოთ სამსახურში თქვენი გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ, აჩვენოთ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტი შეგიძლიათ. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ყურადღებას და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ახვალთ. გარდა ამისა, შესაძლოა ძველი მიზნები გაგახსენდეთ. სექტემბერი გეძლევათ შესაძლებლობა, წარსულში დატოვებულ საქმეებს კვლავ მიუბრუნდეთ და ოცნებები აიხდინოთ, თუმცა ემოციური ფონიც დაძაბულია, ამიტომაც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ნურც კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაერთვებით.
beaumonde.ge
კომენტარები