ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ამერიკული მეგაშოუს სცენაზე ქართველი ემიგრანტი იმღერებს – ნინი ბრეგვაძე THE VOICE-ის კონკურსანტია

ქართული „იქს ფაქტორის“ მონაწილე ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკულ The Voice-ის 24-ე სეზონში მონაწილეობს.

მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო, 2016 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და ცდილობს მუსიკალური კარიერა იქ აიწყოს. იგი  გამგზავრების წინ ამბობდა, რომ კონკურსებში არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ამერიკამ ასწავლა ალბათ, რომ „არასოდეს თქვა არასოდეს“.

მალე მას ამერიკულ „ვოისში“ ვიხილავთ, რომელიც 25 სექტემბერს დაიწყება და NBC-ს ეთერში ორშაბათობით და სამშაბათობით გავა.

ნუცა ბუზალაძის შემდეგ ნინი მეორე ქართველია, რომელიც ამ მასშტაბის ამერიკულ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close