ამინდიიტალია

ამინდის პროგნოზი: ამ კვირაში იტალიის ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს გადააჭარბებს

ევროპის სამხრეთი ნაწილი სითბური ტალღებისთვის ემზადება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში რეგიონში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს. სითბურ ტალღებს ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში ელიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, იტალიაში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს გადააჭარბებს, საფრანგეთში კი – 40 გრადუსს.

რაც შეეხება შვეიცარიას, ევროპული ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა 37 გრადუსამდე აიწევს.

ექსპერტების განმარტებით, გლობალური დათბობის ფონზე სითბურ ტალღებს ახლო მომავალში გაცილებით ხშირი და ინტენსიური სახე ექნება.

იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ოფიციალური რელიზის თანახმად, ჩრდილოაფრიკული ანტიციკლონი, სახელად ნერონი ბრუნდება, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწევს, განსაკუთრებით Centro-Nord-ის რეგიონსა და სარდინიაზე, მაქსიმალურ ნიშნულებამდე – +38-39°С (+40-42°С -მდე კუნძულ სარდინიის შიდა რაიონებში, აგრეთვე, ემილია-რომანიის ფერარაში).  სულ ცოტა, 25-26 აგვისტომდე განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება, იტალია დარჩება აფრიკული  ანტიციკლონის ერთგვარ ატმოსფერულ ბლოკში, რომელიც დომინანტი იქნება ხმელთაშუა ზღვის აუზზე. იქნება ანომალიური კლიმატური ფაზა: მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა ეტალონურ საშუალო მაჩვენებლებზე გაცილებით მაღალი იქნება, დაახლოებით 40°C, განსაკუთრებით ჩრდილოეთ დაბლობებსა და ცენტრალური ნაწილის შიდა რაიონებში, აგრეთვე, ორივე დიდ კუნძულზე (სარდინიასა და სიცილიაზე).

სპეციალისტები საუბრობენ ზაფხულის ძლიერი გარღვევის ჰიპოთეზაზე: როგორც ქვემოთ რუკაზეა ნაჩვენები, მძლავრმა ციკლონმა, რომელიც ჩრდილოეთ ატლანტიკის თავზეა განლაგებული, შესაძლოა შტრომული ფონი გაგზავნოს ევროპის მიმართულებით, შემდეგ კი მთლიანად  მოიცვას იტალია; თარიღი, რომელიც კალენდარში წითელი წრეწირითაა მონიშნული – კვირა, 27 აგვისტოა, როდესაც მეტეოროლოგები არ გამოირიცხავენ, რომ ამინდის ეს კონკრეტული მაჩვენებლები იტალიაშიც საგრძნობი გახდება.

ციკლონ პოპეას მოსვლა შესაძლოა გენუის ყურის სიღრმეშიც გამოჩნდეს.

მოსალოდნელი თერმული და ჰიპოთერმული კონტრასტების გათვალისწინებით (ადრე არსებული სიცხე და ტენიანობა, რომელიც აფრიკულმა ანტიციკლონმა – ნერონმა მოიტანა), ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე, მიმდინარე მონაცემებით, ცენტრის და ჩრდილოეთის რეგიონები შეიძლება იყოს: ახალმა ნაკადებმა შესაძლოა ძლიერი შტორმები გამოიწვიოს სეტყვის მაღალი რისკით და ლოკალური შტორმები, რაზეც ბოლო სიახლეებშია ნათქვამი. ისიც უნდა აღინიშნის, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ციკლონის მიმართულების პროგნოზი შესაძლოა შეიცვალოს და შტორმებმა სხვადასხვა რეგიონი და უფრო ფართო ტერიტორიები მოიცვას.

ნინი ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close