მედიცინამსოფლიო

უზბეკეთმა ანტიკოვიდური რძის წარმოება დაიწყო

უზბეკეთის ნუკუსში იმუნური რძის წარმოება დაიწყო, რომელიც კორონავირუსის ნეიტრალიზაციას ახდენს,  ამის შესახებ უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„კომპანია Panaev Farms, რომელიც ნუკუსში ფუნქციონირებს, იმუნური რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას შეუდგა. SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზაციის თვისების მქონე რძის პროდუქტების გაყიდვა უკვე დაწყებულია“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნური რძის მიღებაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყეს უზბეკეთის ინოვაციური განვითარების სააგენტომ და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტმა. კერძოდ, Panaev Farms- ის საჯიშე პირუტყვი ანტიკოვიდური რეკომბინირებული უზბეკურ-ჩინური ვაქცინაZF-UZ-VAC2001-ით აცრეს

„შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული ძროხებისა და თხების შრატში, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ გამანეიტრალებელი ანტისხეულები გამომუშავდა”, — ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის ოქტომბრიდან ნუკუსში პასტერიზებული რძის წარმოების გამოცდა დაიწყო.

„დადგინდა, რომ იმუნური რძის თვისებები პასტერიზაციის რეჟიმში შეიძლება 30 წუთის განმავლობაში შენარჩუნდეს 62,5 გრადუსზე. ასევე გამოვლინდა, რომ იმუნური რძის გამოყენება სამკურნალო მიზნებითაა შესაძლებელი“, — განმარტეს სამინისტროში.

აგვისტოს დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტი EG.5, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ერისი”, სულ უფრო ვრცელდება მსოფლიოში, მაგრამ ამ ეტაპზე გლობალურ ჯანდაცვას დიდ რისკებს არ უქმნის.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close