ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14 – 20 აგვისტო

15 აგვისტომდე კლებადი მთვარის პერიოდია, 16 აგვისტოს კი – სავსემთვარეობა. ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წლის 14-იდან 20 აგვისტომდე კვირა მნიშვნელოვანი იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ის ენერგიული აქტივობით დაიწყება და ოთხშაბათიდან დადგება ხელსაყრელი პერიოდი ახალი წამოწყებებისთვის. ეს კვირა ბევრისთვის მომგებიანია ფინანსური კუთხით. ბიზნესმენებისთვის ძალზე კარგი შედეგის მომტანი იქნება როგორც თვითრეკლამა, ისე სპეციალისტების მიერ შექმნილი ძვირადღირებული რეკლამა.  შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაცია, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციის სფეროს დააზარალებს. შეეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და ცივი გონებით იმოქმედოთ, მაშინ აუცილებლად გაგიმართლებთ და ყველაფერს უპრობლემოდ მოაგვარებთ.

 

ვერძი

ამ კვირაში მნიშვნელოვანი პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრა მოგიწევთ. მეგობრები სრულიად საპირისპიროს გირჩევენ. შეიძლება არ გაითვალისწინოთ, მაგრამ მოუსმინეთ მათ რჩევებს და შესაძლოა გონივრული აზრი მოულოდნელად დაგებადოთ. იყავით მზად ცვლილებებისთვის და უარი არ თქვათ ახალ შესაძლებლობებზე. თქვენი შრომითი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩება და აუცილებლად შეგაქებენ. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ მოკლე შვებულებას აიღებთ და დასვენებას ოჯახური ურთიერთობის გასაძლიერებლად გამოიყენებთ. თუ საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება გაქვთ, იყავით მომთმენი, არ დაუშვათ კონფლიქტური სიტუაციები.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კურო

ინიციატივა და სიმშვიდე – აი, ორი რამ, რაც ამ კვირაში აუცილებლად გჭირდებათ სიტუაციის სამართავად. სამშაბათს მიზანშეწონილია არ ეძებოთ ხარვეზები, არამედ იმოქმედოთ კანონიერად. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს შემთხვევითი საუბრის საფუძველზე, დარწმუნდით, რომ სწორი ინფორმაცია გაქვთ და მუშაობა ისე გააგრძელეთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანია საკუთარი თავის, ემოციების კონტროლი და ეს არც ისე ადვილი იქნება. ნებისმიერი ინტელექტუალური წამოწყება კვირის პირველ ნახევარში წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ოთხშაბათს და კვირას ნურაფერს გარისკავთ, რადგან შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეეცადეთ, აქტიურად გამოიყენოთ თქვენი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი, ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და ირგვლივ მყოფებიც გაღიარებენ. თქვენი შემოსავალი გაიზრდება. პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, თავისთავად მოგვარდება, თან ისე, როგორც თქვენ ოცნებობდით. შეეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე. შეეცადეთ, ამ კვირაში იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე, საბინაო საკითხების გადაჭრაზე. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში საკმაოდ აქტიური და საქმიანი ხართ, მაგრამ შეეცადეთ, გაღიზიანება არ გამოავლინოთ და არ გახდეთ კონფლიქტების ინიციატორი. კარიერული წინსვლა სწრაფი იქნება და ხელშესახებ შემოსავალს მოგიტანთ. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება პრაქტიკაში და ხელმძღვანელები დააფასებენ თქვენს იდეებს. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, ბევრ საკითხში მიაღწიოთ წარმატებას. მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ვარსკვლავების ხელსაყრელი პოზიცია საშუალებას მოგცემთ, გათავისუფლდეთ პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემებისგან და  დიდი ხნის ნანატრი შვება იგრძნოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ლომი

თქვენი ენერგიისა და განწყობის წყალობით, ამ კვირაში ირგვლივ მყოფების ყურადღების ცენტრში იქნებით. თუ სურვილი გექნებათ, ისარგებლეთ გარემოებებით და ბევრს მიაღწევთ, თუმცა დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატია და სიტუაციის ანალიზის უნარი. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება კარგ მოგებას მოგიტანთ. იყავით თავდაჯერებული თქვენი ინტერესების დაცვისას, განსაკუთრებით ოთხშაბათს. ზოგადად, სამუშაო გარემო სიმშვიდეს გპირდებათ, რაც ოდნავ დასვენების საშუალებას მოგცემთ. თუ ჯერ არ ყოფილხართ შვებულებაში, მაშინ იცოდეთ, რომ ეს სასწრაფოდ გჭირდებათ და ჩანთები ჩაალაგეთ!

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირაში ქალწულის ნიშნის საკმაოდ ბევრი წარმომადგენლისთვის იღბლიანი პერიოდია. ახლა მნიშვნელოვანია, ყურადღებით იყოთ და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შუა კვირაში შეეცადეთ, უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე და უცხო ადამიანებს არ ენდოთ.  სამსახურში არ გადაიტვირთოთ, დიდი დატვირთვით მუშაობა არაფრის დროს აღარ დაგიტოვებთ და საფრთხესაც შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას. კარგი დასვენებითა და კომფორტით ისიამოვნეთ ნათესავების ან მეგობრების გარემოცვაში. შაბათ-კვირა ოჯახური პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

სასიკეთო დღეები: 14, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

სასწორი

ამ კვირაში შეიძლება დაიღალოთ სხვების აზრის მოსმენით თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ნერვების დაზოგვის მიზნით, ეცადეთ, დიდი ყურადღება არ მიაქციოთ მათ და არ ჩაერთოთ არანაირ დისკუსიაში. იყავით გაწონასწორებული და მოერიდეთ კონფლიქტებს ნებისმიერ ფასად. ეს განსაკუთრებით ეხება მეგობრებთან ან ოჯახთან ურთიერთობას. იყავით მომთმენი – ეს ბევრად უფრო ადვილია და ნაკლებ ზიანს მოგიტანთ. პარასკევი კარგი დღეა თვითგანათლებისთვის. შაბათს ან კვირას სასიამოვნო სიურპრიზს დაელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

ამ კვირაში გავლენიან მფარველებს მოიპოვებთ და ბევრ მომგებიან შემოთავაზებას მიიღებთ. თქვენს გადაწყვეტილებებსა და ძალისხმევას თქვენი ოჯახის წევრები მხარს დაუჭერენ და შედეგი საკმაოდ მომგებიანი იქნება. სახლში კარგი ატმოსფერო ასევე დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში რაც მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ. შუა კვირაში ცოდნის ახალი სფეროების დაუფლება გაგიადვილდებათ, ყველაფრისთვის საკმარისი მოთმინება და მონდომება გექნებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და უფრო აქტიური მუშაობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17,

არასასიკეთო დღე: 19.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, დიდ სიამოვნებას მოგიტანთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ხელსაყრელი პერიოდია ახალი ბიზნესისთვის, საქმიანი პარტნიორების და თანამოაზრე ადამიანების მოსაძებნად. მაგრამ მოერიდეთ დიდ, ხმაურიან კომპანიებს, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. კვირის ბოლოს, შეეცადეთ, ერთი დღე მაინც გამოყოთ დასუფთავების ან მცირე რემონტისთვის სახლში და მარტივად შეძლებთ ბინა იდეალურ წესრიგში მოიყვანოთ. შაბათ-კვირას შეიძლება მოკლე მოგზაურობა ან პიკნიკი მოაწყოთ მეგობრების ან ნათესავების სასიამოვნო გარემოში.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თხის რქა

ვარსკვლავების გავლენის წყალობით, ამ კვირაში ყველაფერი გაგიადვილდებათ. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ლოგიკური აზროვნება სრულად გამოვლინდება და მარტივად გაართმევთ თავს ყველაზე რთულ დავალებებსაც კი, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ნაცნობობა, ამიტომ მზად იყავით. შესაძლოა ახალი სამსახურით ან ახალი ურთიერთობით დაინტერესდეთ, არ  დაიბნეთ! პარასკევი ერთ-ერთია იმ დღეებიდან, როდესაც თქვენი სურვილები უსწრაფესად ახდება. შაბათ-კვირა სიურპრიზებით იქნება სავსე და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან ერთად. ეს კვირა თქვენია!

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მერწყული

ამ კვირაში ბევრი საინტერესო იდეა და ახალი გეგმა გაქვთ, მაგრამ ყველაზე პერსპექტიულზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ყველაფრის ერთდროულად განხორციელება შეუძლებელი იქნება. განიხილეთ შემოსავლის ახალი წყარო. არსებობს შესაძლებლობა, რომ მოგიწიოთ საბინაო საკითხის მოგვარება. არ დაივიწყოთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ნუ უგულებელყოფთ მათ რჩევებს. ალბათ ნაყოფიერი სამუშაო კვირის შემდეგ  რომანტიკული მოგზაურობის ან სახლში სასიამოვნოდ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ. გამოიყენეთ შაბათ-კვირა სურვილის ასასრულებლად!

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

ეს კვირა თქვენთვის კონსტრუქციული და  საკმაოდ ხელსაყრელია, ბევრ დადებით ცვლილებას გპირდებათ პროფესიულ ცხოვრებაში. მთავარია მოინდომოთ და ახალი საქმიანობის დაწყების არ შეგეშინდეთ. საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვან დახმარებას  მიიღებთ საყვარელი ადამიანებისგან. ზოგიერთი თქვენგანი ალბათ საინტერესო მოგზაურობაში ან საინტერესო, პერსპექტიულ მივლინებაში წავა. ოჯახში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, უფრო საოჯახო საქმეებზე იზრუნეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close