პოლიტიკასაზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტს ელისეს სასახლეში ადამიანის მოჭრილი თითი გაუგზავნეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ რეზიდენციაში, ელისეს სასახლეში კონვერტით ადამიანის მოკვეთილი თითი გაგზავნეს, – ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

„პარი მატჩის“ ცნობით, ელისეს სასახლისთვის განკუთვნილ ფოსტაში კორესპონდენციის სამსახურმა  შემაძრწუნებელი გზავნილი სწორედ ბასტილიის აღებისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის წინა დღეებში აღმოაჩინა.

ორშაბათს, 10 ივლისს გამოძიება დაიწყო დანაშაულის ჩადენის მუქარასთან ან არჩეული თანამდებობის პირის მიმართ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ელისეს სასახლეში მიღებულ წერილში ადამიანის მოკვეთილი თითის წვერი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, 13 ივლისს პოლიციასა და პარიზის პროკურატურაში განაცხადეს და დაადასტურეს Current Values-ს მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია.

როგორც ჟურნალი იუწყება ელისეს სასახლის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, „თითი მაცივარში მოათავსეს, სადაც პოლიციელები თავიანთ ჯამებს ინახავენ. ელისეს სასახლემ იზრუნა იმაზე, რომ მაცივარი გამორთული დარჩენილიყო. წერილში არ არსებობს ნაწერის არანაირი კვალი, არაფერი“.

საქმეში ჩახედული წყაროს ინფორმაციით, მოჭრილი თითის წვერის პატრონი იდენტიფიცირებულია – ის არის წერილის ავტორი, რომელმაც ხელი მოაწერა კორესპონდენციას. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური დარღვევები აწუხებს. მას სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

ელისეს სასახლეში არც ისე იშვიათად გზავნიან გაუგებარ ან მუქარის წერილებს, აგრეთვე, უაზრო საგნებს. პრეზიდენტის საკორესპონდენციო სამსახურში ((SCP) 60 ადამიანი მუშაობს. მათი ამოცანაა, შეამოწმონ ეს წერილები და გზავნილები, რათა გაარკვიონ, ხომ არ შეიცავს ისინი რაიმე სახიფათო ნივთიერებას, თუმცა  „პარი მატჩი“ წერს, რომ ელისეს სასახლისთვის განკუთვნილ უჩვეულო გზავნილებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში დარეგისტრირდა, ადამიანის თითი, უეჭველია, პირველია და, იმედია, უკანასკნელიც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close