ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საავტომობილო დევნა და სროლა ქალაქის ქუჩებში – კვიპროსზე პოლიციამ ორი ქართველი დააკავა

ოთხშაბათ საღამოს, 12 ივლისს, კვიპროსზე, ქალაქ პაფოსში პოლიციელებმა  2 ქართველი მამაკაცი დააკავეს მოტოპოლიციის „ზეტა ჯგუფის“ (Ομάδα Ζήτα) საავტომობილო დევნის შემდეგ, რომელიც „ალფას“ ჟურნალისტ კოსტას ნანოსის ცნობით, 15 წუთს გრძელდებოდა ქალაქის სანაპირო ზოლში.

გაქცევის მცდელობისას ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარე განავითარა და შუქნიშნის წითელ შუქზეც რამდენჯერმე გაიარა, რითაც საავარიო სიტუაცია შექმნა. ბოლოს პოლიციელები იძულებულნი გახდნენ, ჰაერში გაესროლათ გაფრთხილების მიზნით, რის შემდეგაც მძღოლმა მანქანა გააჩერა. პოლიციამ, როგორც „ალფანიუსი“ წერს, „ქართული წარმოშობის“ ორი მამაკაცი დააკავა.

დაკავებისას სამართალდამცველებმა მათ ბინების გატეხისთვის საჭირო ინსტრუმენტები აღმოუჩინეს. ერთ-ერთი მათგანის ტესტმა ნარკოტიკებზე დადებითი შედეგი აჩვენა.

გამოძიება გრძელდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close