39 მედალი! – ქართველ ძალოსანთა ტრიუმფი ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრები 15 და 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან 39 მედლით დაბრუნდნენ.
ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 ქართველი ძალოსნიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა – საქართველოს წარგზავნილებმა 16 ოქროს, 14 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გარდა ამისა, ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც დაამყარეს.
ვაჟ ძალოსანთა ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედალი მოიპოვეს.
15 და 17-წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატი მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, „Chișinău Arena”ზე 1-10 ივლისს გაიმართა და მასში 38 ქვეყნის 400-ზე მეტი ჭაბუკი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ამავე თემაზე: 15 წლის ზუგდიდელი დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონი გახდა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და რეკორდი!
15 წლის ზუგდიდელი დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონი გახდა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და რეკორდი!
კომენტარები