მოგზაურობა

ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას მიმართულებით რეგულარული რეისები იწყება

კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენა მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close