მოგზაურობამსოფლიო

„კატასტროფული აფეთქება“ – დაკარგულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

წყალქვეშა ნავის  – „ტიტანის“ 5 ძირითადი ნაწილი ხუთშაბათს აღმოაჩინეს ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევებიდან დაახლოებით 1600 ფუტის (480 მეტრი) დაშორებით. მინი სუბმარინის ნამსხვრევები დისტანციური მართვის წყალქვეშა საძიებო აპარატმა (ROV) აღმოაჩინა. კომპეტენტურმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ისინი „ტიტანს“ ეკუთვნის, კუდის კონუსის ჩათვლით. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება

აშშ-ის სანაპირო დაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა „სავარაუდოდ, „კატასტროფული აფეთქების“ შედეგად. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდა აფეთქება და რა გახდა მისი მიზეზი. ვარაუდობენ, რომ ბატისკაფმა, რომელიც ოკეანის სიღრმეში ჩავიდა, წყლის გიგანტური მასის წნევას ვერ გაუძლო და დაიშალა.

„ეს ადამიანები ნამდვილი მკვლევრები იყვნენ…. ჩვენი გული ამ ხუთი ადამიანის სულთან და მათი ოჯახის წევრებთანაა ამ ტრაგიკულ დროს“, – ნათქვამია OceanGate Expedition-ის განცხადებაში, რომელიც წყალქვეშა ნავს მართავდა .

შეგახსენებთ, რომ „ტიტანის“ ბორტზე, რომელმაც კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად  აიღო გეზი 18 ივნისს  და 3200 მეტრის სიღრმეში უნდა ჩასულიყო ატლანტის ოკეანეში 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ,ასევე ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.

ნავთან კავშირი ტურის დაწყებიდან 1 სთ-სა  და 45 წუთში გაწყდა. ამის შემდეგ წყალქვეშა აპარატის ძებნა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. ამბობდნენ, რომ ნავზე ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათამდე იყო. ბატისკაფის ნამსხვრევების პოვნის შემდეგ კი კომპანია OceanGate-მა და აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა,,რომელიც „ტიტანის“ ძებნის ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა, მის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაღუპულად გამოაცხადეს.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: ჩაძირული „ტიტანიკის“ სანახავად წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ გაუჩინარდა (ვიდეო)

ჩაძირული „ტიტანიკის“ სანახავად წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ გაუჩინარდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close