საქართველო

„პირველი მერცხალის“ მოტივებზე ახალი თაობის ნამღერი „აბა ულა“ – არაჩვეულებრივია, ბრავო! (ვიდეო)

2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა – მასპინძლებმა ჩემპიონატის მონაწილეებს შესანიშნავი მუსიკალური ვიდეორგოლი „აბა ულა“ მოუმზადეს.

…ხომ ყველას გვახსოვს და გვიყვარს ნანა მჭედლიძის ფილმი „პირველი მერცხალი“ საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიასტებზე, რომლებიც თანამოქალაქეთა დაცინვის, მატერიალური უსახსრობისა და დამარცხებათა მიუხედავად მოთმინებით და გამბედაობით, მაინც თავგამოდებით იღვწიან ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის.

და რასაკვირველია, ყველას გვახსოვს ფინალური სცენაში ფეხბურთელების „აბა ულას“ ომახიანი შემოძახილი. სწორედ ამ სიმღერის მოტივებზე შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მიეძღვნა.

სიმღერას მუსიკალური შოუს „რანინას“ მონაწილეები ასრულებენ – ისეთი ნამღერია მომავლის იმედი მოგეცემა კაცს და თან ფილმიც გააცოცხლეს. აი, ასეთი ნიჭიერი თაობა მოდის!

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. ევროპის ჩემპიონატის ფინალს 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ტურნირს 21 ივნისს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის, შემდეგ კი ბელგიასა (24 ივნისი) და ნიდერლანდებს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.

ამავე თემაზე: ვის დახეულ ჯინსებს ეძებდა ფოთის „კაგებე“ „პირველი მერცხალის“ გადაღებისას?

„სპორტისა და იუმორის იშვიათი და ბედნიერი შეხამება“ – „კაცური“ ფილმი, რომლის რეჟისორი ქალია

ასევე, დაგაინტერესებთ: სიცილის მეფე – იპოლიტე ხვიჩია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close