ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 ივნისი

19 ივნისს მთვარე ზრდის ფაზაში გადავა და ეს პროცესი მომდევნო თვის დასაწყისამდე გაგრძელდება. 2023 წლის 19-იდან 25 ივნისის ჩათვლით გაზრდილი შემოქმედებითი ენერგიის პერიოდი იქნება. საინტერესო, კრეატიული იდეები, შექმნის სურვილი, რომანტიკული იმპულსები და უპრეცედენტო აქტივობა – აი, რას უნდა ელოდოთ ამ დღეებში. აგრეთვე, გექნებათ ბუნებასთან კონტაქტის საშუალება, რაც საუკეთესო გავლენას მოახდენს თქვენს ნერვულ სისტემაზე, განწყობაზე და, ზოგადად, თქვენს კეთილდღეობაზე. მაგრამ ასტროლოგები ზოდიაქოს ყველა ნიშანს აფრთხილებენ ემოციური ფონის გარკვეული არასტაბილურობის შესახებ. თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, ჩვენი ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

 

ვერძი

ვერძს ამ კვირაში რთული კონკურენტული ბრძოლა ექნება. ზოგადად, დაძაბულობა გელით მხოლოდ ოფიციალურ და პროფესიულ საქმეებში, ცხოვრების ყველა სხვა სფერო კი სიმშვიდითა და სტაბილურობით გაგახარებთ. შეეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ. შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ თქვენს მუდმივ პარტნიორთან ერთად. თუ მარტოხელა ხართ, ახლა შესამჩნევად გაიზრდება თქვენი შანსები, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 21.

 

კურო

ამ კვირაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც დადებითად იმოქმედებს თქვენი ცხოვრების ბევრ სფეროზე. შესაძლებელია ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლაც, რაც ახალი სამსახურებრივი ვალდებულებებით იქნება გამოწვეული. ზოგიერთ თქვენგანს თვითგანვითარებისა და შემოქმედებითი ზრდისთვის საინტერესო შესაძლებლობები გამოუჩნდება. კარგი იქნება, თუ პარასკევს ზედმეტ, არასაჭირო ნივთებს მოაგროვებთ და გადაყრით, მაშინვე უკეთ იგრძნობთ თავს. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

ამ კვირაში თქვენი წარმატება დამოკიდებულია თქვენს ენერგიასა და შემოქმედებითობაზე. ყველაფერი, რაც ხანგრძლივ მოგზაურობებთან, მივლინებებთან, დასვენებასთან არის დაკავშირებული, შესანიშნავად ჩაივლის. ფინანსურადაც კარგი დროა, არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის მოულოდნელად დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. ნუ ეცდებით წარსულის დავიწყებას, მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის, შეცდომებს ყველა უშვებს, მთავარია, აღარ გაიმეოროთ. სწორედ ახლა შეგიძლიათ ძველი ოცნების ახდენა. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს კვირა ძალზე წარმატებული იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შეძლებთ როგორც ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, ისე პირად ცხოვრებაში სიტუაციის ნორმალიზებას. აქტიურობა, არასტანდარტული გადაწყვეტილებები განვითარებულ სიტუაციებში, მყისიერი რეაქცია იმაზე, რაც ხდება, დაგეხმარებათ, რომ თქვენი სამუშაო ნამდვილ სიამოვნებად გადააქციოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ირგვლივ მყოფებისთვის. საშუალება გექნებათ, ისწავლოთ რაღაც ახალი და, როგორც მოგვიანებით გაირკვევა, ძალიან საჭირო და აუცილებელი. ამ კვირაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე საუკეთესო  შთაბეჭდილების მოხდენის რეალური შანსიც გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ლომი

ორშაბათი, დიდი ალბათობით, თქვენთვის მოულოდნელი და პერსპექტიული აღმოჩენების დღე იქნება როგორც პროფესიულ  ასპარეზზე, ისე პირად ცხოვრებაში. მართალია თქვენი შემოსავალი ჯერ არ გაიზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი, რომელშიც თქვენი სახსრების გარკვეული ნაწილი ჩადეთ, უპერსპექტივოა. პირიქით, წარმატებებს უნდა ელოდოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობაში. თუ შვებულებაში ხართ, მაქსიმალურად ისიამოვნეთ დასვენებით. ერთკვირიანი მოგზაურობით აღფრთოვანებული დარჩებით.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ქალწული

ვარსკვლავების რჩევით, ამ კვირაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ პირადი კავშირების დამყარებასა და ახალი საქმეების დაგეგმვაზე. კვირა საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყება, თუ საკუთარი ემოციების შეკავებას მოახერხებთ. უმჯობესია, პირადი საქმეები შაბათ-კვირისთვის გადადოთ. ოთხშაბათს, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ ან გააკეთებთ, თავშეკავება და წინდახედულობა გამოიჩინეთ. გამოიყენეთ ერთ-ერთი კოლეგის დახმარება, რომელსაც ენდობით. კვირის ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი დღე პარასკევია. სამუშაოს, რომელიც ტვირთად გაწევთ, ამ კვირაში დაასრულებთ და შვებით ამოისუნთქებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

ამ კვირაში საკმაოდ აქტიური და მოუთმენელი იქნებით. სამსახურში თქვენს საქმიანობას დააფასებენ და განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ხუთშაბათს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით გადაუდებელ პრობლემებს. პარასკევს მოქმედების სრული თავისუფლება გექნებათ, მაგრამ სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ, რათა კვლავ პრობლემები არ შეგექმნათ. ახლო მეგობრის რჩევა დაგეხმარებათ, იპოვოთ გამოსავალი პირად ცხოვრებაში. შაბათ-კვირას ნორმალური დასვენებისთვის მარტოობა გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

ზედმეტად სერიოზულად ნუ შეხედავთ მოვლენებს – მეტი ფლირტი, რომანტიკა, ახალი ნაცნობობა… იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე. სამსახურში ყველაფერი შესანიშნავად იქნება, მოსალოდნელია დაწინაურება ან სოლიდური ბონუსი. ამავე დროს, ღირს ახალი პროფესიის დაუფლებაზე ფიქრი. ამ კვირაში ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ, ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. შაბათ-კვირას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლში ყოფნა, გემრიელი კვება და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ამ კვირაში უმნიშვნელო პრობლემები ელით, რომლებსაც ადვილად მოაგვარებენ. დიდი ალბათობით, ეს იქნება სამსახურში არსებული გაურკვევლობა. პირად ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს ექნება საშუალება, ახლობლებს დაუმტკიცოს გულწრფელი გრძნობა და უანგარო თანადგომისთვის მზადყოფნა. კვირის ბოლოს საყვარელი ადამიანების საჩუქრებზე სოლიდურ თანხას დახარჯავთ და მათი ბედნიერი სახეების ხილვა უზომოდ გაგახარებთ. მოაწყვეთ დღესასწაული, პიკნიკი, მოგზაურობა ოჯახის წევრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი შესანიშნავი განწყობა თქვენ ირგვლივ ატმოსფეროს კომფორტულს და ხალისიანს გახდის, სამსახურში და სახლში თავს ბედნიერად იგრძნობთ. ამ პერიოდში არ უნდა დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი, თავად სიტუაციამ, თუნდაც თქვენი მონაწილეობის გარეშე, შეიძლება ცხოვრებაში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებამდე მიგიყვანოთ. მზად იყავით ამ ცვლილებებისთვის. ამ პერიოდში თქვენი მთავარი პრიორიტეტი ოჯახი იქნება.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მერწყული

ამ კვირაში ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება პრობლემები შეექმნას პირად ცხოვრებაში, პროფესიულ ასპარეზზე კარიერული წინსვლის პერსპექტივები კი გარკვეულ შეშფოთებას გამოიწვევს, მაგრამ არ ინერვიულოთ: დარწმუნებული იყავით, რომ ეს მოკლევადიანი სირთულეებია, რომლებიც რამდენიმე დღეში თავისთავად მოგვარდება. მეტიც, ხუთშაბათს შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება გქონდეთ, უარი არ თქვათ. ერთი შეხედვით არც ისე მომხიბვლელი წინადადება კარგი პერსპექტივის გახსნას გპირდებათ და თქვენს ბედზეც იმოქმედებს. კვირის ბოლოს თავისუფალი დრო ოჯახს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თევზები

ამ კვირაში სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისკენ ხართ მიდრეკილი, თანაც ამ პერიოდში ვარსკვლავებიც გარკვეულ დაბრკოლებებზე მიგანიშნებენ. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება მოთმინება დაკარგოს თუნდაც უმნიშვნელო მიზეზების გამო, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არც აქცევდა. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში საყვარელი ადამიანის რჩევა ძალიან გამოგადგებათ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ და აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: პითაგორას ჰოროსკოპი – რა შესაძლებლობებს გაძლევთ სამყარო, თქვენი დაბადების თარიღიდან გამომდინარე?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close