ეგვიპტის კურორტზე ზვიგენმა 23 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა – შოკის მომგვრელი ვიდეო
ეგვიპტეში გუშინ, 8 ივნისს ზვიგენი თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცს, როცა ის ზღვაში ცურავდა. ტრაგედია ჰურგადაში, ყველაზე პოპულარულ პლაჟზე, Dream Beach-ზე, მამის და უამრავი დამსვენებლის თვალწინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცი გოგონასთან ერთად ცურავდა, როდესაც ზვიგენი თავს დაესხა. ის გოგონას გადაეფარა, რომელმაც თავის დაღწევა შეძლო.
Telegram-არხი წერს, რომ 23 წლის ვლადიმირ პოპოვი რუსეთიდან მამასთან ერთად ჰურგადაში რამდენიმე თვის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მათ British Resort-ის საცხოვრებელ კომპლექსში შეიძინეს ბინა.
თვითმხილველებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდა ზვიგენის მსხვერპლი ახალგაზრდა კაცი თავის დახსნას, მაგრამ მტაცებელმა ის წყალქვეშ ჩაითრია – უთანასწორო ორთაბრძოლამ სულ ერთ წუთს გასტანა. ნავზე მყოფი ადგილობრივები დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
კომენტარები