ქართველები უცხოეთშისპორტი

2.5 მილიონი ევრო წელიწადში – „ნაპოლი“ კვარაცხელიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე უკეთესი პირობებით გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს. 

გამოცემა „კორიერეს“ ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ნეაპოლური კლუბი მოლაპარაკებებს გასული წლის დეკემბრის შემდეგ აწარმოებს.

„მოლაპარაკებების პირველი ეტაპი შობის პერიოდში გაიმართა, მეორე და მესამე რაუნდი დე ლაურენტისთან ერთად 17 აპრილიდან გასულ კვირამდე მიმდინარეობდა. ამბავი კარგად მიდის და დასასრული ამ ეტაპზე აშკარაა – „კვარას“ „ნაპოლისთან“ ურთიერთობა დიდი ხნით ექნება.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ამჟამად 2027 წლამდე, წლიური ხელფასი კი 1.4 მილიონი ევრო აქვს. „ნაპოლის“ გეგმის მიხედვით, ქართველი კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, ხელფასი კი გაცილებით მაღალი – 2,5 მილიონი ევრო ექნება“, – აღნიშნულია იტალიური მედიაგამოცემის ინფორმაციაში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close