აშშ-ში ათიათასობით მსახიობი გაფიცვას აპირებს
მსახიობთა პროფკავშირი The Screen Actors Guild – American Federation of Television and Radio Artists(SAG – AFTRA) გაფიცვას აპირებს.
SAG – AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე, კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა.
ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე კვირაა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 ადამიანი მონაწილეობს. გაფიცვის გამო სერიალ Stranger Things-ზე მუშაობა შეჩერდა.
ცოტა ხნის წინ გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა ვინაიდან პროდიუსერებმა მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, გაფიცვა არ შედგა.
tabula.ge
კომენტარები