კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 მაისი – 4 ივნისი
29 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში მთვარე ნელ-ნელა ივსება, კვირა კი სავსემთვარეობით მთავრდება 4 ივნისს. როგორც ვარსკვლავები მიანიშნებენ, ბევრისთვის მომდევნო 7 დღეში მოსალოდნელია ემოციური დისკომფორტი, შიშის განცდა და მოულოდნელი შთაბეჭდილებები. ამის მიზეზი უამრავი პრობლემა იქნება, რომელიც ორშაბათს დაიწყება და კვირა საღამომდეც არ დასრულდება. საბედნიეროდ, საუბარია მხოლოდ წვრილმან ყოველდღიურ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, მანქანის მცირე ავარია ან ონკანის გაჟონვა არ არის მიზეზი, რომ დეპრესიის მსხვერპლი გახდეთ! რუდუნებით განავითარეთ საკუთარ თავში ოპტიმიზმი, მორალურად მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, ასევე, თქვენს მეგობრებსა თუ ახლობლებს და ამ რთული შვიდდღიანი პერიოდის ლოგიკურ დასასრულს დაელოდეთ.
ამავე დროს, ეს არის საინტერესო დრო, როდესაც ადამიანების უმეტესობის ძალიან საჭირო უნარები და შესაძლებლობები ყოველდღიურად გაიზრდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვარსკვლავები მოქმედებისკენ გიბიძგებენ.
ამ კვირაში თქვენი შრომისმოყვარეობის კვალდაკვალ მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა დასვენება არ დაივიწყოთ, ღირს ერთი კვირა შვებულება აიღოთ და, მაგალითად, ზღვაზე წახვიდეთ. ეს არის შესანიშნავი საშუალება, რათა სათანადო ძალა და ენერგია დააგროვოთ და მომავალ მიღწევებზე კონცენტრირდეთ. კვირის ბოლოს თქვენი შრომისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. შეგიძლიათ გააკეთოთ თითქმის ყველაფერი, რაც დაგეგმეთ და ცოტა მეტიც, კვირა საღამოს კი შესანიშნავად გაერთოთ მეგობრებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 30, 3.
არასასიკეთო დღე: 29.
კურო
ორშაბათს ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ხელმძღვანელებთან კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ. ოთხშაბათს მიზანშეწონილია, არ მიიღოთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ გააკეთოთ პოლიტიკური განცხადებები. შაბათს ბევრი სიტუაცია შეიძლება სრულიად მოულოდნელად, თქვენი ძალისხმევის გარეშე გამოსწორდეს. მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს, მათ უბრალოდ თქვენი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ, მაგრამ არ მისცეთ საშუალება, რომ პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად თქვენ დაგაკისრონ. თვითონაც გაანძრიონ ხელი.
სასიკეთო დღეები: 31, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
ტყუპი
ამ კვირაში აზრი არ აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოთ ზოგიერთ გარემოებას და რაღაცის შეცვლას შეეცადოთ. დადგა მომენტი, როცა ჯობს, დინებას მიჰყვეთ, ასე დროსა და ენერგიას დაზოგავთ და მალე ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თქვენი სანუკვარი სურვილი თითქმის უპრობლემოდ ახდება. შეგიძლიათ ძველი ვალები დაიბრუნოთ, რომელთა მიღების იმედიც აღარ გქონდათ ან დაგავიწყდათ. შემოქმედებითი მუშაობა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და მნიშვნელოვან მოგებასაც მოგიტანთ. ახლა თქვენი დროა!
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 30.
ამ კვირაში დაუფიქრებელ ქმედებებს და უხეში სიტყვებს უფრთხილდით. კარგი იქნება, თქვენს გარემოცვას დააკვირდეთ, რათა შემდგომში სწორი წარმოდგენა გქონდეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც დაუკავშირდებით. შეიძლება დამოკიდებული გახდეთ გარშემო მყოფ ადამიანებზე, რომლებიც თითქოს ცდილობენ, რაიმეში დაგეხმარონ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მოვლენების ასეთი განვითარება, იყავით მაქსიმალურად დამოუკიდებელი. შეეცადეთ, შაბათ-კვირა სახლში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 31, 3.
არასასიკეთო დღე: 2.
ამ კვირაში ყველაზე სწორი მიდგომა იქნება: იმუშავე მეტი, ნაკლები ისაუბრე. ეს საკმაოდ კარგად მოერგება თქვენს განწყობას. კვირის დასაწყისში შესაძლებელია მცირეხნიანი მოგზაურობა ან მივლინება. ხუთშაბათს შეეცადეთ, თავი აარიდოთ ხელმძღვანელებთან შეხვედრებს, რადგან თქვენმა თავშეუკავებლობამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. შეცდომებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად უფრო ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში და ნაჩქარევად, გაუაზრებლად არაფერი გააკეთოთ. თქვენი ნათელი გონება და ლოგიკური აზროვნება დაგეხმარებათ, გააანალიზოთ სიტუაცია და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. შაბათ-კვირას ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
სასიკეთო დღეები: 31, 4.
არასასიკეთო დღე: 1.
ვარსკვლავების გავლენის გამო ეს კვირა შეიძლება მრავალფეროვანი და პრობლემური გამოდგეს. უპირველეს ყოვლისა, სავალდებულო საქმეები გააკეთეთ, დანარჩენი ჯერ გვერდზე გადადეთ. არ განიხილოთ და გააკრიტიკოთ ხელმძღვანელების ქმედებები, შესაძლოა არასწორად გაგიგონ, რაც თქვენს კარიერას დააზიანებს. ხუთშაბათს ნუ უგულებელყოფთ მეგობრულ რჩევებს. ურთიერთობისას მთავარია, შეურაცხყოფა არავის მიაყენოთ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, ფინანსური ხარჯები შეამციროთ. კვირა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა – ყველაფერი გამოგივათ.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
ეს კვირა თქვენთვის პოზიტიური იქნება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. სიახლეები მოსალოდნელი არ არის, თუმცა წარსულში თქვენი სწორი გადაწყვეტილებები ახლა ანაზღაურდება როგორც მორალურად, ისე ფინანსურად, რაც ძალიან გაგახარებთ. თქვენს კეთილსინდისიერ შრომას და პროფესიულ ზრდას არაფერი შეუშლის ხელს და თქვენი იდეები ძალიან სწრაფად იქცევა რეალობად. ნუ მოგერიდებათ მეგობრების მოწვევა გასართობად. შაბათ-კვირას კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გასასეირნებლად დროს გამონახავთ.
სასიკეთო დღეები: 31, 2.
არასასიკეთო დღე: 4.
მორიელი
ამ კვირაში ადვილად შეძლებთ, თქვენი ყურადღებითა და კეთილგანწყობით მარტივად განაიარაღოთ ნებისმიერი, ვინც თქვენ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. პროფესიულ ასპარეზზე თქვენი ქმედებების ეფექტიანობა, როგორც ვარსკვლავები გპირდებიან, საგრძნობლად გაიზრდება. ბევრის გაკეთებას შეძლებთ, რაც აუცილებლად აისახება ხელფასზე, ან მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ – მაგ., პრემიას, ბონუსს. უარი თქვით მოძველებულ, უსარგებლო შეხედულებებზე და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ. მოერიდეთ გაურკვევლობას სამსახურში და პირად ურთიერთობებში. თუ ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ, სავარაუდოდ, დადებითად მოგვარდება.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 31.
მშვილდოსანი
ამ კვირაში თქვენი საქმიანი შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება და თქვენი ძალისხმევა კარგ ნაყოფს გამოიღებს. კვირის პირველი ნახევარი ზუსტად ხელსაყრელია დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებისთვის, ხოლო დასასრული წარმატებებს მოგიტანთ ახალ საქმეებში. ორშაბათი შეიძლება კვირის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღე გამოდგეს. ოთხშაბათს არ უნდა დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები, ჯობია, მარტო იმუშაოთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად აგარაკზე გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 30.
ვარსკვლავთა ერთი ნაწილის პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ კვირის დასაწყისში გარკვეული სირთულეები გელით, თუმცა შეშფოთების განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. იყავით ფხიზლად, არ დაკარგოთ სიმშვიდე და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდება, მეტიც, სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ამ კვირამ შეიძლება თქვენს სამომავლო კარიერულ გეგმებში დაგარწმუნოთ. შესაძლოა, საჭირო ინფორმაცია გაიგოთ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ახლა არ უნდა მოუსმინოთ „კეთილმოსურნეთა“ რჩევას, ჯობია, თქვენს ინტუიციას ენდოთ. თქვენი ძალისხმევის შედეგი დიდხანს არ გალოდინებთ და ამას მალე იგრძნობთ. შაბათ-კვირას წადით სანაპიროზე, გაისეირნეთ ტყეში.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 31.
ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება ახალ სამსახურში ან თუნდაც ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლასთან იყოს დაკავშირებული. კვირის დასაწყისში შეეცადეთ, ინიციატივებითა და წინადადებებით არ გამოხვიდეთ, რადგან მაინც ვერ გაგიგებენ და მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ. ნუ შეუქმნით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს. ჯობია, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას არა მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ, არამედ მათ რჩევებსაც, ვისაც ბოლომდე ენდობით და პატივს სცემთ.
სასიკეთო დღეები: 29, 4.
არასასიკეთო დღე: 3.
ამ კვირაში არასასურველია დღედაღამ სამსახურში ყოფნა, შეეცადეთ, ზომიერად იმუშაოთ, ნუ დაუსახავთ საკუთარ თავს სუპერამოცანებს, ამან შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა შეარყიოს. თქვენ საკმაოდ ნიჭიერი ხართ და შეგიძლიათ თქვენი პრობლემების არაჩვეულებრივი გადაწყვეტის გზა იპოვოთ როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ცხოვრებაში. მოსალოდნელია, მეგობრებთან ერთად საინტერესო გარემოში აღმოჩნდეთ. კვირის ბოლოს ჩანაფიქრს აისრულებთ.
სასიკეთო დღეები: 31, 4.
არასასიკეთო დღე: 2.
თამთა გურული
კომენტარები