რას არ გაიგებ/ფაქტებიეკონომიკა

იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი შექმნეს – მისი ფასი გაგაოცებთ

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი იაპონიაში დაამზადეს – ერთი ულუფა „ბიაკუია“, რაც იაპონურად „თეთრ ღამეს“ ნიშნავს, 873400 იენი (დაახლოებით 6500 დოლარი) ღირს.

ნაყინს იაპონური ბრენდი Cellato ამზადებს და ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიოში.

„რეკორდსმენი“ ნაყინის ფასს ძვირი ინგრედიენტები განაპირობებს. ნაყინის შემადგენლობაშია საკვები ოქრო, ყველი პარმეზანი, თეთრი ტრიუფელი იტალიის ქალაქ ალბიდან (თვითონ ამ სოკოს კილოგრამის ფასი $15 ათასს აჭარბებს). „ოქროს“ დესერტს ამშვენებს „საკეკასუ“ – პასტის მსგავსი ინგრედიენტი, რომელიც საკეს დამზადების პროცესში მიიღება.

სასურველი გემოს მისაღწევად ოსაკაში მდებარე რესტორნის RiVi-ს შეფმზარეულს 1,5 წელი დასჭირდა. Cellato-ში აღნიშნავენ, რომ დესერტის დაგემოვნებისას, პირველ რიგში, თეთრი ტრიუფელის გემო და არომატი იგრძნობა, შემდეგ პარმეზანის, ბოლოს კი პირში საკეს გემო რჩება.

მწარმოებელი გვირჩევს, „ოქროს“ დესერტი საკესთან ან ფრანგულ თეთრ ღვინოსთან ერთად მივირთვათ.

აქამდე  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი „შავი ბრილიანტი“ იყო. ის დუბაიში იყიდება და ერთი ულუფა 817 დოლარი ღირს.

ამ ნაყინის ინგრედიენტებია იტალიური ტრიუფელები და ირანული ზაფრანა.  ის, რაც ნაყინს მსოფლიოში  ყველაზე ძვირადღირებულს ხდის – 23-კარატიანი ოქროს ნატეხებია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close