ათენის აეროპორტში დააკავეს ქართველი ქალი დამსაქმებლის გაძარცვის ბრალდებით – იგი საქართველოში აპირებდა დაბრუნებას
ოთხშაბათს, 17 მაისს, დილით ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ქართველი ქალი დააკავა დამსაქმებლის გაძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით. ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
საბერძნეთის პოლიციის (ΕΛΑΣ) ცნობით, საქართველოში გაფრენის წინ საპასპორტო კონტროლისას აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ქალზე დაკავების ორდერი იყო გაცემული.
კერძოდ, 55 წლის ოჯახის დამხმარე ქალს ბრალად ედება თავის თანამზრახველ მამაკაცთან ერთად მოხუცი ქალის გაძარცვა მისივე სახლში, გლიფადაში – კერძოდ, 10 000 ევროს ნაღდი ფულის და ბევრო ოქროსა და ძვირფასეულობის ძალადობრივი მითვისება.
დაკავებული ქალი, რომელიც მოხუცის სახლში დამხმარედ მუშაობდა, პროკურატურაში გადაიყვანეს.
უცნობია, დააკავეს თუ არა ქალის თანამზრახველი მამაკაცი.
კომენტარები