იტალიაკრიმინალი

აღმოაჩინეს 800 მლნ ევროს კოკაინი, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში უნდა ჩასულიყო (ვიდეო)

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 2 700 კგ კოკაინი აღმოაჩინა, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, ბათუმის პორტის გავლით. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების საბაზრო ღირებულება 800 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ Routers-ი წერს.

იტალიის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, კოკაინი 12-მეტრიან სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩაიტანეს, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი  სომხეთი იყო, სადაც აკრძალული ტვირთი ბათუმის პორტის გავლით უნდა ჩასულიყო. 3 ტონამდე ნარკოტიკი სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

გამოცემის ცნობით, იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები რამდენიმე დღის წინაც აღმოაჩინა – მაშინ ჯამში 600 კილოგრამამდე კოკაინის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close