ვიდეოქართველები უცხოეთში
„არ მიშვებდნენ, დე, არაა… იქნებ გშველოდი ჩემი გვერდით ყოფნით…“ – ესპანეთში გარდაცვლილი 3 წლის გოგონას დედა (ვიდეო)
ესპანეთში, ქართველების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უცხოური მედია ეხმაურება.
ესპანური სააგენტოს ცნობით, გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სტატიას შემდეგი აღწერით გარდაცვლილი გოგონას დედა, ანი რევიშვილი აზიარებს.
„არ მიშვებდნენ, დე, არაა, იქნებ გშველოდა ჩემი გვერდით ყოფნით, მაგრამ არ მიშვებდნენ, დედიკოო!“ – წერს ახალგაზრდა ქალი.
ცნობისთვის, 3 წლის ადელინა 2 დღის წინ გარდაიცვალა. გოგონას დედამ ანი რევიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეო გამოაქვეყნს.
ოჯახი და ახლობლები საქართველოში ბავშვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.
primetime.ge
კომენტარები