11 მაისს იტალიის ქალაქ მილანის ცენტრში, პორტა რომანას რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, თავდაპირველად აფეთქდა მანქანა, სადაც ჟანგბადის ბალონები იყო, რის შემდეგაც აფეთქებები დომინოს პრინციპით გაგრძელდა. ცეცხლი ახლომდებარე ბინებსა და სხვა შენობებზეც გადავიდა
ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული.
აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის ავზებით დატვირთულ სატვირთო ავტომობილზე მოხდა.
კომენტარები