კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8 -14 მაისი
მთვარის კლების პერიოდი 8 მაისიდან 14 მაისამდე გრძელდება. დროის ამ მონაკვეთში ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს მოდუნებას, არსებობს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის რისკი. ამ კვირაში ბევრი რამ ისე არ წარიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. შეეცადეთ, ამ შვიდდღიან პერიოდში არ განახორციელოთ დიდი ფინანსური ტრანზაქციები და არ დაიწყოთ ახალი ბიზნესპროექტები. ეს კვირა ბევრად უფრო ხელსაყრელია რომანტიკული ურთიერთობისთვის. არსებობს დიდი შანსი, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდეს. ბევრისთვის ეს პერიოდი გარდამტეხი იქნება.
სამსახურში გულუხვი იყავით კოლეგებთან, თქვენი იდეები და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეთ. მოერიდეთ ამ კვირაში რაიმე დისკუსიაში მონაწილეობას, შეეცადეთ კომენტარიც კი არ გააკეთოთ ვინმეს მოსაზრებებსა და განცხადებებზე მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე არგუმენტები გექნებათ. შუა კვირაში ოჯახში არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი იზრდება, უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. კვირას კარგი შესაძლებლობა გექნებათ, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აიმაღლოთ თვითშეფასება.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
ამ კვირაში სასწრაფოდ უნდა გაუმკლავდეთ წარმოშობილ პრობლემებს. მათი იგნორირება არ გამოგადგებათ, რადგან თუ „მოუყრუებთ“, პრობლემები მხოლოდ გამწვავდება. ნუ მოგერიდებათ მეგობრებთან ამ საკითხებზე საუბარი, მათი რჩევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, სამსახურში მთავარ საკითხზე მოახდინოთ კონცენტრირება, წვრილმანები ცოტა ხანს მოიცდიან. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობები, ეჭვიანობა და წყენა. შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ყველაფერი კარგად გაარკვიოთ. შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენეთ და აქტიური ერთკვირიანი პერიოდისთვის მოემზადეთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 13.
ტყუპი
ეს კვირა შემოქმედებით შთაგონებას მოგიტანთ, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, თითქმის ყველა იდეა წარმატებული იქნება. ბევრ თქვენგანს შეუძლია რაღაც ახლის დაწყება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. გააანალიზეთ სიტუაცია, ჩამოაყალიბეთ მიზნები, აწონ-დაწონეთ თქვენი ძლიერი მხარეები და თამამად წადით წინ – მთავარია მონდომება! კარგია, თუ ემოციებს აკონტროლებთ. საყვარელი ადამიანი დაუვიწყარ პაემანს მოგიწყობთ. გჭირდებათ მოგზაურობა და ახალი გამოცდილება. ეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, ბუნებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირაში საყვარელი სამუშაო შეიძლება გახდეს არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ სიცოცხლისუნარიანობის წყარო, მით უმეტეს, რომ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობა მეგობრული და ჰარმონიულია. კვირის დასაწყისში საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ იმაში, რისკენაც სულიერად ილტვით. ოთხშაბათს, მცირე წარუმატებლობებით, მაგრამ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რადგან თქვენი სიმშვიდე ამაზე იქნება დამოკიდებული. კარგი დროა საინტერესო ლიტერატურის წაკითხვისთვის, დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან ურთიერთობისთვის.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება, ამიტომ მოთმინება და სიმშვიდე გჭირდებათ. ოთხშაბათს ნუ გამოიწვევთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ჯობია ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდეთ. იყავით თავშეკავებული, იფიქრეთ, გაანალიზეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. თქვენი კეთილსინდისიერი მიდგომა საქმისადმი პარასკევს დაფასდება. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროთ პირად ცხოვრებაზე, არ განათავსოთ ფოტოები სოციალურ ქსელებში. შაბათს თქვენგან ყოველგვარი შიში, ყოყმანი და ეჭვი განდევნეთ, რადგან სინამდვილეში მიზნის მისაღწევად თქვენთვის არანაირი ბარიერი არ არსებობს.
სასიკეთო დღეები: 8, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
თქვენი აზროვნება ამ კვირაში განსაკუთრებით მკაფიო და ნათელი იქნება, ინტელექტი და ემოციურობა საშუალებას მოგცემთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. ოთხშაბათს შეიძლება პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან დაკავშირებით ან უცებ ადგილზე არ აღმოჩნდნენ საჭირო ადამიანები. კვირის ბოლოს ბევრ საკითხს საკმაოდ მარტივად მოაგვარებთ და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ,როგორიცაა: დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისა თუ იდეების დაცვისთვის თავდადება, საკუთარი პრინციპების ერთგულება.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
ჭკვიანი და ირონიული ხართ, თქვენი კარგად მოფიქრებული გამონათქვამები მიზანს ხვდება, თუმცა ზოგჯერ ჯობია საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ, რათა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. სამსახურში თავი წარმოაჩინეთ, როგორც მშვიდმა და გაწონასწორებულმა პროფესიონალმა, რომელიც წვრილმანებზე არ ღიზიანდება. ვარსკვლავების წყალობით, ეს კვირა შესანიშნავი დრო იქნება დისკუსიებისთვის, პარტნიორებთან პოზიციების გასარკვევად, დავების მოსაგვარებლად. შაბათ-კვირა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ, ისინი უკვე ბევრი დაგიგროვდათ. თქვენი შრომა აღიქმება და დაჯილდოვდება.
სასიკეთო დღეები: 8, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
მორიელი
„ენდე, მაგრამ გადაამოწმე!“ – ეს ამ კვირაში თქვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერ სიმაღლეს მიაღწიოთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და კიდევ უფრო კრიტიკული დამოკიდებულებით ირგვლივ მყოფების მიმართ. ამ კვირაში წარმატებული იქნება სამეცნიერო-კვლევითი, იურიდიული და ჟურნალისტური საქმიანობა, სოლიდურ მოგებას მიიღებთ, თქვენდამი ნდობა გაიზრდება. შაბათ-კვირა ახალ გამოცდილებას შეგძენთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 12.
მშვილდოსანი
ვარსკვლავების რჩევით, თავს ნუ გაიგიჟებთ ზედმეტად გრანდიოზული გეგმებით. იქნებ ჯობია, მომავლის გონივრულად დაგეგმვა საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომ მეტისმეტად არ დაიტვირთოთ? შუა კვირაში სავარაუდოა მივლინებები, რაც ბევრ თქვენგანს საშუალებას მისცემს, თავი დააღწიოს გარკვეულ პრობლემებს. თქვენმა ირონიულმა განცხადებების გამო შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით აწონ-დაწონეთ ყოველი სიტყვა, სანამ რამეს იტყვით. შაბათ-კვირას ოჯახური საკითხების გადაწყვეტისას საყვარელი ადამიანების რჩევებს მოუსმინეთ და უარს ნუ იტყვით მათ მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში არსებულმა ვითარებამ შეიძლება თქვენგან მეტი აქტიურობა მოითხოვოს, ასეთ შემთხვევაში დიდია წარმატების ალბათობა როგორც პირად საქმეებში, ისე ბიზნესში. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ყველა დაბრკოლება, რომელიც თქვენს პროფესიულ ზრდას აფერხებდა, უკვალოდ გაქრეს თქვენი გზიდან. პარასკევს ფრთხილად იყავით, რადგან ოპონენტებმა შეიძლება თქვენი რეპუტაცია დააზიანონ, რაც თქვენს კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. კვირის ბოლოს დასვენებაზე იქნებით კონცენტრირებული და სწორადაც მოიქცევით. შაბათ-კვირას წადით გამოფენაზე, დაესწარით თეატრის პრემიერას, ერთდღიანი ტურისტული მოგზაურობაც სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ…
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 14.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ დღეებში რაიმე იურიდიული საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი გქონდეთ, მისი საბოლოო გადაჭრისთვის ცოტა ხანს კიდევ მოგიწევთ ლოდინი, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან საკითხი თითქმის მოგვარებულია და არანაირი დაბრკოლება აღარ ეღობება წინ. ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება მერწყულის ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის როგორც პროფესიულად, ისე პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ნუ ქსოვთ ინტრიგებს და არ იმოქმედოთ საყვარელი ადამიანების ზურგს უკან, რადგან ყველა საიდუმლო გაირკვევა.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
კვირის დასაწყისში შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომლის დამალვაც მოგიწევთ. ოთხშაბათს შეიძლება ხმამაღლა მოგიხდეთ ხელმძღვანელობასთან საუბარი, რაც შესამჩნევად შეასუსტებს თქვენს პოზიციას. დაფიქრდით, ღირს კი ურთიერთობის გაფუჭება და თქვენი პოზიციისთვის ბრძოლა? თუ არ ხართ მზად ასეთი ავანტიურისთვის, გონივრული იქნება ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას მოერიდოთ, მით უმეტეს, დაპირისპირებას. საქმე ისაა, რომ თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. უმჯობესია ოჯახთან კონსულტაციები და მათი რჩევის გათვალისწინება.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული
კომენტარები