ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

SHOCK! ნუცა უკვე TOP-20-შია, შემდეგი მიზანი TOP-12-ში მოხვედრაა (ვიდეო)

„შენზე მშრომელი ადამიანი ამ პროექტში არ მინახავს...“ - რიჩი; „ეს დახვეწილი შესრულება იყო...“ - პერი

ნუცა ბუზალაძემ ამერიკული მეგაშოუს American Idol-ის მეორე ცოცხალ ტურზე ბრწყინვალედ შეასრულა ამერიკელი მომღერლის, ტონი ბრექსტონის ცნობილი სიმღერა Un-Break My Heart და ჟიურის აღფრთოვანებული შეფასებები და მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა.

შოუს დროს გაირკვა, რომ წინა ორშაბათს, 16 აპრილს, პირველ ცოცხალ კონცერტზე შესრულების შემდეგ მიღებული ხმების რაოდენობით ნუცამ კიდევ ერთი ეტაპი გადალახა და top-20 შემსრულებელს შორის მოხვდა.

„ნუცა ფეხზე წამომდგარი მაყურებლების ოვაციებს იღებს“, – წერს Americal Idol-ი ფეისბუქგვერდზე ნუცას ვიდეოს  ქვეშ.

ქართველი მომღერლის ბრწყინვალე შესრულებით კიდევ ერთხელ მოხიბლულმა ლაიონელ რიჩიმ სიმღერის შემდეგ ნუცას უთხრა, რომ ამ პროექტში მასზე უფრო მშრომელი ადამიანი არასდროს უნახავს.

კეტი პერიმ შესრულებასთან ერთად ნუცას გარეგნული იერსახეც მოიწონა და თქვა, რომ წინა გამოსვლისას სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც ქართველ კონკურსანტს მეტისმეტად ბრჭყვიალა სამოსი დაუწუნა.

„როდესაც ვთქვი, რომ არ გინდა ბრჭყვიალები, ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რაც დღეს წარმოგვიდგინე…თავდაჯერებული იყავი, არ დაგჭირდა არაფერი ზედმეტი… დღეს შენ აიყვანე დარბაზი და აუდიტორია  ძლიერი ნუცათი“.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპის გადალახვაც მაყურებელთა ხმებზეა დამოკიდებული. ხმის მიცემა ჩვეულებრივი წესით  თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყო და 14 საათამდე გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გადახედეთ ხმის მიცემის წესებს, რომელსაც ნუცა თავად განმარტავს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა უფასოა და მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიიდანაა შესაძლებელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close